მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია - იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
„თეატრში“ მიუზიკლის „ჩიკაგოს“ ქართულენოვანი ვერსიის პრემიერა შედგა. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და მარიამ როინიშვილი.
"ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ... ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია" - წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება
მარიამ როინიშვილი "ჩიკაგოში" და აღფრთოვანებული მაყურებელი - მომღერალი ველმას როლში ბრწყინავს
სოციალურ ქსელში მარიამ როინიშვილის კადრები გავრცელდა. ის სპექტაკლში ველმას როლს ასრულებს და, განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებთან ერთად, საოცარ ცეკვასაც გვთავაზობს. ყველამ აღნიშნა, რომ მარიამი იდეალურ ფორმაშია. ამჯერად მან წონასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„კვების რაციონი არ შემიცვლია, ერთადერთი, რაც შევამცირე ,ეს არის ულუფები. ხშირად არ ვაკონტროლებთ სიტყვებს, მაგალითად ვამბობთ, როგორ გახდი, ან როგორ გასუქდი. მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ, ვისაც გყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს მსგავსი პრობლემა, რაღაცნაირად ვუგულშემატკივროთ და დავუდგეთ მათ გვერდით. პატივი ვცეთ ერთმანეთს, მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ. გვიყვარდეს ერთმანეთი +20 კილოთიც და -40 კილოთიც",- აღნიშნა მარიამმა.