ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
"ჩემი მუზა და შთაგონების წყარო" - კარლო პონტი საყვარელ ქალთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
"სოფიამ მითხრა, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარ, იცოდე, ეს გზა ძალიან რთული იქნებაო..." - როგორ იხსენებს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავთან, სოფი ლორენთან შეხვედრას
ამჯერად მარიამმა „კურიერი P.S“-სთან ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სოფი ლორენმა მის მიმართ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გამოავლინა.
„თბილად დაგვხვდა. განსაკუთრებით ბევრი ელაპარაკა დემეტრეს. ძალიან ბევრი ჯილდო უდევს, "ოსკარი" გადმოუღო. მართლაც თავი ფილმში მეგონა...
ჩემთვის პატივია, რომ სოფი ლორენთან ვასოცირდები, ადამიანი მთელ მსოფლიოში ანათებს. ურთიერთობაში ძალიან უშუალოა და მისგან ბევრი ისტორია მოვისმინე..." - ამბობს მარიამ შარმანაშვილი.