ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ოჯახს საქართველოში ევრი იცნობს. გარდა იმისა, რომ მათ უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავთ, ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანან და სხვადასხვა სამედიცინო გადაცემის საშუალებით მაყურებელს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ.
"გიორგი 1992 წელს გავიცანი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებით, ქალთან მოქცევის წესით, ეტიკეტის დაცვით, საოცარი სურვილით, რომ პროფესიას სრულფასოვნად დაუფლებოდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მან შეძლო წასულიყო მოსკოვში და ასპირანტურაში გაეგრძელებინა სწავლა. იმხანად რუსული ოფთალმოლოგიური სკოლა სკოლა იყო. ყოველივე ეს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე ძალიან მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა, საოცრად თავაზიანი და ყურადღებიანი იყო.
რადგან დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად ბევრი შვილი მყოლოდა. სადაც ვხედავ კომპოზიციას, რომელიც სამი ერთეულისგან შედგება, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, მთავარია, იყოს სამი, მაქვს საოცარი განცდა და სურვილი იმისა, რომ ეს ნივთი შევიძინო. თვალს თუ შეავლებთ ჩემს აქსესუარებს, ნახავთ, რომ სამეულები ჭარბობს. მათ ჩემს შვილებთან ვაიგივებდი”, – ამბობდა ქეთი ასათიანი.
ქეთისა და გიორგის ოჯახი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მათი ქალიშვილი ლიზა ჩიჩუა ცნობილი ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას გვერდით გამოჩნდა. ირაკლი უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.
ამჯერად ლიზა მამას, გიორგი ჩიჩუას დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სუპერგმირო! უსასრულოდ მიყვარხარ, მამა" - წერს ლიზა სოციალურ ქსელში.