Spice girl-ის ვარსკვლავი ვიქტორია ბექჰემი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უკვე 24 წელია, ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან. თუ ვინმეს შეუძლია გრძელვადიანი, სიყვარულით სავსე ოჯახით დაიკვეხნოს, ეს სწორედ ის წყვილია.
Netflix-ზე დევიდ ბექჰემის შესახებ დოკუმენტური სერიალის წარმატების შემდეგ მედია უფრო ინტენსიურად განიხილავს მის პირად ცხოვრებას. სტრიმინგ პლატფორმაზე გამოშვებულმა ოთხნაწილიანმა სერიამ მაყურებელს წყვილის ცხოვრებაზე ექსკლუზიური წვდომა მისცა. ფილმი ასევე ასახავს დევიდის სპორტულ მოგზაურობას "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდიდან ამერიკამდე.
"უნდათ, რომ ვიქტორიას და დევიდს ჰგავდნენ" - ბექჰემების ვაჟი რომეო ბექჰემი უმშვენიერეს შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა
ვიქტორია ბექჰემის 15 ნიშნობის ბეჭედი და უძვირფასესი კოლექცია: რატომ და როდის ჩუქნის დევიდ ბექჰემი ცოლს ნიშნობის ბეჭდებს
სერიალში ისაუბრეს ფეხბურთელსა და მის მაშინდელ პირად მდივანს, რებეკა ლუსს შორის სავარაუდო რომანის შესახებაც. რამაც რებეკას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, არასდროს მიეცა შესაძლებლობა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით. მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ, რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე".
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ყველაზე პატარა, ჰარპერი 12 წლისაა. ვიქტორია აღნიშნავს, რომ შვილთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, როგორც ამბობს, არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც ლაპარაკს თავს არიდებს - ერთ-ერთი საკითხი პლასტიკურ ქირურგიას ეხება.
90-იან წლებში, როცა ვიქტორიას წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა, მკერდის გადიდება გადაწყვიტა. თუმცა, 2014 წელს, გადაწყვიტა, რომ ბუნებრივ იერს დაბრუნდებოდა და იმპლანტები ამოიღო. მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა ინტერვიუებში:
„ვფიქრობ, ერთ დღეს შევძლებ მას ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მსურს ჩემს შვილს საკუთარი თავის სიყვარული ჩავუნერგო და ბუნებრივი სილამაზის დაფასება ვასწავლო’ - ამბობს ვიქტორია.