ვარსკვლავებს შორის, ისევე როგორც ჩვეულებრივ ქალებს შორის, არიან იღბლიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ ფულის და ნერვების დახარჯვა გამონაყართან და სხვა ნაკლოვანებებთან საბრძოლველად.
ჯიჯი ჰადიდი
მოდელს ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს – კანი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოთ და მაკიაჟი მოიშორორთ.. მნიშვნელოვანია დატენიანება. შრატისა და კრემის გარეშე ჯიჯი სახლიდანაც კი არ გადის. გამონაყარის სამკურნალოდ კბილის პასტას იყენებს.
ჯიჯიმ არაერთხელ თქვა, რომ სახის გამწმენდი ტილოების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მოდელი ასევე დიდ დროს უთმობს ტუჩების მოვლას - ჯერ იმასაჟებს, შემდეგ მკვებავ ბალზამს ისვამს.
TOP სამი წესი, რომლებიც 45 წლის ლეტიცია კასტას 18 წლის გოგოდ აქცევს
"არ არის საჭირო ის გაიკეთოთ, რასაც ყველა იკეთებს": პრიანკა ჩოპრას ინდური სილამაზის საიდუმლოებები
სინდი კროუფორდი
სინდი კროუფორდი რეგულარულად იღებს კოლაგენის ინექციებს და იყენებს მკვებავ ნიღბებს. იმისათვის, რომ ყოველთვის სუფთა სახით გაიღვიძოს, სინდიმ დიეტიდან ამოიღო სოიოს სოუსი და ღვინო, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კროუფორდი აკეთებს კისრის სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც ხელს უწყობს სახის კონტურის კუნთების ტონუსს. სუპერმოდელს საზოგადოებაში მაკიაჟის გარეშე გამოჩენის არ ეშინია და მისი კანის შესანიშნავი მდგომარეობის ნებისმიერ ვარსკვლავს შეშურდება.
პენელოპა კრუზი
მსახიობი დარწმუნებულია, რომ ლამაზი და ჯანსაღი კანის გასაღები უგლუტენო დიეტაა. „რძის პროდუქტები და შაქარი ამოვიღე ჩემი რაციონიდან, თითქმის არ ვსვამ ალკოჰოლს და ბევრი წლის წინ შევწყვიტე მოწევა. შედეგი აშკარაა!” - თქვა კრუზმა ინტერვიუში.
ლივ ტაილერი
დერმატოლოგისა და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტის დევიდ ბანკის თქმით, ტაილერი რეგულარულად მიმართავს ბოტოქსს, იკეთებს სპეციალურ მასაჟს, რომელიც ინარჩუნებს კანის ელასტიკურობას და კუნთების ტონუსს, აყალიბებს ლოყებს და ინარჩუნებს სახის ოვალს.
ირინა შეიკი
ირინა ძვირადღირებულ კრემებს ქოქოსის ზეთს ამჯობინებს - ეს პროდუქტი ანიჭებს სახეს ბზინვარებას და შესანიშნავად ატენიანებს კანს.
შეიკს ასევე სჯერა ხალხური საშუალებების ძალის: „დედაჩემმა მასწავლა, რომ ყოველი დილა დავიწყო სახეზე გაყინული გვირილის ან მწვანე ჩაის ყინულის კუბიკით. ის სწრაფად აშორებს შეშუპებას” - ამბობს მოდელი.