ვიდეო: "როგორი მშვენიერია... ჯადოსნური" - როგორია რატი დურგლიშვილის სახლის საახალწლო დეკორაცია - Marao

ვიდეო: "ნამდვილი ახალი წელი აქ არის" - ორი ნაძვის ხე, ულამაზესი დეკორაციები და საოცარი გარემო: როგორია რატი დურგლიშვილის საახალწლოდ მორთული სახლი, რომელიც თავისი ხელით ააშენა

2023-12-19 11:55:46+04:00

რატი დურგლიშვილი 1982 წელს თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. 1999—2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით. 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარდგა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი.

ვიდეო: რატი დურგლიშვილის ახალი სახლის თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერი, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა 

„სენსიტიური ვარ, ალბათ, ვერასოდეს ვერავისთან თანაცხოვრებას ვერ შევეგუები“ - რას ამბობს რატი დურგლიშვილი პირადი ურთიერთობების შესახებ და როგორი ქალები მოსწონს მას 

წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა რატის პირადი ცხოვრებაც, რის შესახებაც მან ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა. 

რატი იხსენებს დაახლოებით 20 წლის წინანდელ ამბავს, როცა ერთი ნახვით შეუყვარდა და ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც, რადგან ვერაფრით გაბედა გადაედგა გოგოსკენ ნაბიჯი და გაემხილა გრძნობები. რატი ამბობს, რომ ასეთ ემოციებში ორი წელი დაკარგა, რადგან ყველაფერს ჩამოშორდა, ვერაფერს აკეთებდა და საკუთარი თავი ძალიან დააზიანა.

„ერთი ნახვით შეყვარება იყო... მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“, – იხსენებდა რატი დურგლიშვილი. მისი თქმით, მას მერე აღარავინ ჰყვარებია.

ამჯერად მომღერალი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს თავისი სახლის საახალწლო დეკორაციას უზიარებს.