თამუნა მუსერიძე წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა წლების მანძილზე თავადაც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა ამ დრომდე მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო:
"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა, როგორც ვხედავ, იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს (ჩემი მშობელი), რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ" - ამბობდა თამუნა.
თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებული იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ.
"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას და მამიდას" - თამუნა მუსერიძე
"ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე
ამჯერად ისინი გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ურთიერთობის შესახებ საუბრობენ:
„საერთოდ, ვარ ეჭვიანი, უბრალოდ, მიზეზებიდან გამომდინარე, მე ჩვენს ურთიერთობაში არაფერი საეჭვიანო არ მაქვს. თავიდან, როცა ურთიერთობას ვიწყებდით, მაშინ ცოტას ვეჭვიანობდი. თუ რამის მეშინია ცხოვრებაში, არის ის, რომ მეშინია, ჩვენი ურთიერთობა არ დაინგრეს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ბუნებით ეჭვიანობა ვცდილობ, ჩემში ჩავკეტო“. – განმარტავს სანდრო.
თამუნა მუსერიძემ კი აღნიშნა, რომ ძალიან ეჭვიანია.
„მე ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ არ ვაძლევ სხვებს იმის უფლებას, რომ მაეჭვიანონ. სანდროს ტელეფონი ძირითადად ბავშვებს აქვთ, მაგრამ ასე სანდროს ჰგონია. ხშირ შემთხვევაში მე მაქვს და როგორც კი შევდივარ მესენჯერში, ვიღაცებს ვბლოკავ, ისე, რომ სანდრომ ამის შესახებ საერთოდაც არ იცის.
ჩემთვის არასასიამოვნო მესიჯი ან მეგობრის სურვილი რომ შემოდის, მაშინვე ვბლოკავ აღელვების გარეშე“. – აღნიშნა თამუნამ.