ნუცა შანშიაშვილი დაიბადა თბილისში. მამა - მოქანდაკე, დედა - რუსთაველის თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი.
სკოლის პერიოდში გაძლიერებული ინგლისურის გაკვეთილებით და ფორტეპიანოთი იყო დაკავებული. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.
"ნუ დაკარგავთ ნურცერთ წამს საკუთარი ამბიციის გამო, ნუ გაეკიდებით წარსულს, იცოდეთ, ყველაფერი მთავრდება“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი
აქვს პერსონალური გამოფენები თბილისსა და პარიზში. „ბორის მოისეევის“ შოუს სოლისტი. ბევრი მუსიკალური გრან-პრის მფლობელი, ასევე წარმატებას მიაღწია სამსახიობო კარიერაშიც. აქვს შესრულებული როლები ფილმებში: „ედიტ პიაფი“, „კანონი“, „მარშ ტურეცკოვო“. ნუცამ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში 2013 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. თავისი ბოლო ნამუშევარი დაწერა "გრემის" მფლობელ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, რომელიც ჟღერს ქართულ რადიოსადგურებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"თუ გინდა წყნარი, წარმატებული ცხოვრება, უნდა წახვიდე დათმობაზე, რაც უნდა ხდებოდეს, საბოლოოდ იგებს მაინც გონიერი ადამიანი! - ნუცა შანშიაშვილი
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნუცას და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს, წერს და აქვეყნებს ვიდეომიმართვებს და საპასუხოდ უამრავ კომენტარსა და დადებით შეფასებას იღებს. ამჯერად კი მეგობრებს მოუწოდებს, ივარჯიშონ, რათა თავი უფრო ახალგაზრდულად იგრძნონ.
"მეუბნებოდა: შენ ისეთი შუბლი გაქვს, ყველაფერს გაიტან და გაანგრევ, შენსას მიაღწევო... თითქოს პატარაობიდანვე მაპროგრამებდა, რომ წარმატებისთვის მებრძოლა" - ნუცა შანშიაშვილის ცხოვრება და კარიერა
"მეგობრებო, ივარჯიშეთ და 53 წლის იქნებით, როგორც 33-ის. შეიძლება გახდე დიეტით, გაიკეთო პლასტიკური, დააფოტოშოპო ფოტოები, მაგრამ, მერწმუნეთ, ჯანმრთელი ვარჯიშის ფასი არაფერია! გეძლევა ზღვა ენერგია, ჯანმრთელობა და, ჩემი ღრმა მოხუცებული ასაკისთვის, აი, ასეთი ფორმა! უარაფროდ! ბედნიერი დღე ყველას!" - წერს ის.