გრძელი თმა, იდეალური ფიგურა, მოხდენილი სიარული და ბუნებრივი ხიბლი - იმისთვის, რომ ნამდვილ სილამაზის დედოფლად ჩაითვალოთ, სწორედ ეს თვისებები უნდა გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებიან მის სამყაროს კონკურსზე.
Top 5 "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ქალი - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალები
დონალდ ტრამპის ქალები - ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სკანდალური პირადი ცხოვრება
მის საფრანგეთი 2024-ის კონკურსის ფინალი სკანდალში გადაიზარდა. მისი გამარჯვებული 20 წლის სტუდენტი, ევა ჟილესი გახდა. “უჩვეულო“ კი მხოლოდ გოგონას ვარცხნილობაა, ბევრი მიიჩნევს, რომ მისი თმა კონკურსისთვის ზედმეტად მოკლეა.
გარდა ამისა, ღია ონლაინ ხმის მიცემის შემდეგ მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ კონკურსში გამარჯვება მაინც მოახერხა. თავად ევა გაკვირვებულია ამდენ ნეგატივით. მან თავის გამარჯვებას "მრავალფეროვნების ტრიუმფი" უწოდა და აღნიშნა, რომ შეგნებულად აირჩია მოკლე ვარცხნილობა, რათა დაემტკიცებინა, რომ ქალები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები.
გარდა ამისა, ევას იცავდნენ პარლამენტის წევრი კარიმა დელი და ეროვნული ასამბლეის წევრი მარინ ლე პენი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მის საფრანგეთი 2024 რეალური ემოციური შეურაცხყოფის წინაშე აღმოჩნდა და დახმარება სჭირდება.
ევა ჟილესი მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს ლილის უნივერსიტეტში და აღიარებს, კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაბუამ შთააგონა.