რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე? - Marao

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?

2023-12-20 00:09:18+04:00

ახალ 2024 წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს სტატია სწორედ იმ საკითხებს ეძღვნება, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ ამ პერიოდის საკეთილდღეოდ გამოყენებაში!

რისი გაკეთებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?..

ვერძი 

- დაგეგმეთ ახალი მიზნები და თავგადასავლები, რომლებიც აგიმაღლებთ მოტივაციას და სტიმულს.

- მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე ან დაიწყეთ ფიზიკური აქტივობა.

კურო 

- მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი.

- მოამრავლეთ ოთახის მცენარეები - ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

 

ტყუპები 

- დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი სოციალური წრე.

- დაიწყეთ რაიმე სიახლის შესწავლა ან გაიჩინეთ ჰობი.

 

კირჩხიბი

- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახთან დროის გატარებას და ეცადეთ, კოსმეტიკურად მაინც გაარემონტოთ და განაახლოთ სახლი.

- ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.

 

ლომი 

- იფიქრეთ ახალ შემოქმედებით პროექტებზე ან დაკავდით ხელოვნებით.

- მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და პირად ამბიციებს.

 

ქალწული 

- დააორგანიზეთ საკუთარი ცხოვრება, შეადგინეთ საკითხების სია და გეგმა.

- მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მისი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვას.

 

სასწორი 

- ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობას - პარტნიორთან ხარისხიანად გაატარეთ დრო.

- იფიქრეთ საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე.

 

მორიელი 

- მეტი დრო გაატარეთ განსჯაში, დაამუშავეთ საკუთარი ემოციები და მიზნები.

- დაიწყეთ მედიტაციის და თვითგანვითარების პრაქტიკუმი.

წაიკითხეთ სრულად