მომღერალი ირაკლი ნოზაძე და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს მისი და ია დუდაშვილის ქალიშვილი ნიაკო იმსახურებს. ნიაკოს პატარა ასაკიდანვე საკუთარი სოციალური ქსელები აქვს, რომლებსაც მშობლები მართავენ და საზოგადოებას ხშირად უზიარებენ სახალისო ვიდეოებს.
„ოჯახური ბედნიერების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულებები...” – ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ოჯახური იდილია
ია სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და საკუთარ გამოცდილებას შვილებთან თუ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ხშირად უზიარებს გამომწერებს. ამჯერად ის სწორედ კრიზისულ პერიოდზე საუბრობს:
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.
ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.
ირაკლი ნოზაძე ანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.წარსული ურთიერთობების შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ:
„იშვიათი ოჯახი... ეს ორი ცალკე გალაქტიკაა“ - ნიაკო ნოზაძის უსაყვარლესი შესრულება მამასთან ერთად
„ჩვენი ქორწინება გაგრძელდა წელიწად-ნახევარს. ამ გადმოსახედიდან, ახლა რომ ვუყურებ, რადიკალურად სხვადასხვა ადამიანი ვართ. ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, ვერ „გაქაჩავდა“. იმდენად მძიმედ გადავიტანე, რომ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. თან, ზუსტად ისეთ ასაკში მოიყარა თავი ამ ყველაფერმა, როცა ინტერესები იყოფა. იყო შეცდომები. დაემთხვა პოპულარობას, მოჰყვა შეცდომები, გაბლატავება. ამ ყველაფერმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობა.
მეორე მეუღლესთან ამეწყო ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი დღე იყო. შეგვეძინა შვილი, პირველი ვაჟკაცი, საამაყო ლუკას ნოზაძე. მერე წავედით ამერიკაში, ორი წელიწადი ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. იქ ყოფნის პერიოდმა ძალიან ბევრი ცუდი დაღი დამიტოვა. აქ რომ დავბრუნდი, თითქოს გვიან მოიქნია ამ ყველაფერმა კუდი…“ - ამბობდა ის.
"ჩვენს ურთიერთობაში რომ კონფლიქტები დაიწყო, ძალიან გამოუცდელი ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი იყო" - ია დუდაშვილი პირად ურთიერთობაზე
ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან ორ უსაყვარლეს შვილს, ნია და დანიელ ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.