ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი მშობლები 2021 წელს გახდნენ. მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე.
"ზღაპრული მოგზაურობა" - არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მალტიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებენ
"მსუნაგი სანი" - ნუცა ქავთარაძე პატარა სანის უსაყვარლეს ვიდეოს აზიარებს
მიჭირს იმაზე ლაპარაკი, მე რით მოვხიბლე ნუცა. ალბათ, მეგობრული ვარ და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობდა არჩილ სოლოღაშვილი.
ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს. ამჯერად ნუცა პატარა სანის ახალ ვიდეოს გვიზიარებს: