"მამიკო, ძალიან მიყვარხარ“ - გიორგი ყიფშიძე უმცროსი შვილის, უსაყვარლესი კოსმოს ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"მამიკო, ძალიან მიყვარხარ“ - გიორგი ყიფშიძე უმცროსი შვილის, უსაყვარლესი კოსმოს ვიდეოს აქვეყნებს

2023-12-21 11:13:40+04:00

მსახიობი გიორგი ყიფშიძე 4 შვილი მამაა. ის ბავშვების მოვლაში აქტიურადაა ჩართული და, როგორც ამბობს, მიხვდა, რომ მისი მისია ბავშვების აღზრდაა. გიორგის ენი გასოევთან ქორწინებაში ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინა. წყვილის დაშორების შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ცხოვრობენ და გიორგი მათ ყოველდღიურობას სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს. ამჯერად კი პატარა კოსმოსთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გიორგის და, ლენუკა ყიფშიძე აქვეყნებს. "მამიკო, ძალიან მიყვარხარ“, – ამბობს კოსმო.

ვიდეო: "და-ძმა, ნატალია და ალექსანდრე" - გიორგი ყიფშიძე უფროს შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

გიორგი ყიფშიძე 1977 წელს დაიბადა. არის თეატრისა და კინოს მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. არის ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილი. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი. 

გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე ოქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია ნატალია, რომელიც სხვა ძირიტად პროფესიასთან ერთად მსახიობობასაც ითავსებს. პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.

"მთელი ცხოვრებაა ზურას ვუყურებ; ყველა მიხსნიდა, როგორი განსაკუთრებული იყო... თავმდაბლობით ზურა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია" - რას წერს ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ბაბუაზე 

ყიფშიძეების ოჯახი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ სულ ცოტა ხნის წინ მოექცა, როცა ყველასთვის საყვარელი ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. ზურა ყიფშიძე ქართული კინოს გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტია. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

„რეპეტიციაზეც არ შორდება მამიკოს“ - გიორგი ყიფშიძე პატარა ლუნასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს