მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ანი ბებია ახალი თაობის ქართველი მსახიობების გამორჩეული წარმომადგენელია. მაყურებელმა იგი სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო.
"საოცარი მსგავსება" - ანი ბებიას ფოტო ცნობილი თურქი მსახიობის "ინსტაგრამზე"
"ორი ანგელოზი" - ანი ბებია შვილების ახალ ფოტოს აქვეყნებს
ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
"ტელევიზორში გამოჩენა რად უნდოდა მის სილამაზეზე ყურადღების მიქცევას? აბა, არავინ რომ არ უყურებს შენს ცოლს, ეგაა კარგი? დოზაზე ზედმეტი ყურადღება არავის გამოუჩენია. სახლში ყვავილებით არავინ შემოგვარდნია.
ეგრე რომ იყოს, მერე კი არ ვიეჭვიანებ, შესაბამისად მოვიქცევი. თუმცა, ანიზე არაფერი მაქვს საეჭვიანო, პირიქით, სასაიმოვნოა ეს ყველაფერი" - ამბობდა ანის ყოფილი მეუღლე.
ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია.
"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.
"მე და ილომ ერთად იმდენი რამე გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელია ერთად ვართ. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. თვითონ ილოს როცა მოუნდება და მზად იქნება, თვითონ ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასდროს უშვებენ შეცდომას. როცა ერთი უშვებს შეცდომას, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც.
არ მინდა პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში რთული პერიოდიც გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გადავლახეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლია მეუღლის გარეშეც იცხოვრო, მაგრამ როდესაც ადამიანი დარწმუნებული ხარ, რომ ამ სამყაროში მეორე ნახევარი გყავს, ხვდები, ის ან შეგხვდება, ან არა. თუ შეგხვდა, ძალიან გაგიმართლა, ანუ უკვე ერთი მთლიანობა ხართ; სხვა შემთხვევაში, ნახევარი ხარ, "ნახევრად" ცხოვრება კი ძალიან რთულია. ზოგჯერ ჰგონიათ, მეორე ნახევარი ნაპოვნი ჰყავთ, მაგრამ ასე არ არის..." - ამბობდა ანი ბებია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.