ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან პატარას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.
ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის რჩეული, ამაზე პიანისტი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პარტნიორთან ერთად გადაღებული ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა: "მადლობა, მიყვარხარ“ - წერდა ის.
ვიდეო: "ეს არის საქართველო... ჩვენი ქვეყნის სიამაყე" - ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის მიერ შესრულებული გენიალური გია ყანჩელი
"დედა, მამა და პატარა შარლოტი" - ხატია ბუნიათიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
ხატიას 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი Musikverein-ი, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორებიცაა: Verbier Festival, Progetto Martha Argerich, Menuhin Festival Gstaad, Sommets Musicaux de Gstaad, Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის Internationales Kammermusikfest Lockenhaus-ი (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური Elba isola musicale d’Europa — იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil-ი (პარიზი), Chamber Music Connect the World 2008 — კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, Musical Olympus International Festival-ი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა.
ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“, 2005, თბილისი); არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელის სიმპათია“, 2008, თელ-ავივი).
ამჯერად ხატია ქალიშვილის ახალ ვიდეოს გვიზიარებს: