მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია - იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
"ხშირად არ ვაკონტროლებთ სიტყვებს, მაგალითად ვამბობთ, როგორ გახდი, ან როგორ გასუქდი... გვიყვარდეს ერთმანეთი +20 კილოთიც და -40 კილოთიც" - მარიამ როინიშვილი წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე
"ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ... ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია" - წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება
ამჯერად მარიამი დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
"რთული პერიოდი გარეგნულად მხოლოდ სახლში მეტყობა. ამაზე თამრიკო ყოველთვის მეჩხუბება, ნუ ითრგუნებიო. გარეთ გავალ თუ არა, არაფერი მემჩნევა. ყოველთვის ვიღიმი და ვიპრანჭები, რადგან ვერ ვიტან, როცა უცხო თვალი მატყობს, რომ კარგად არ ვარ. მძულს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ თუკი რამე მიჭირს, ეს მხოლოდ სახლში ხდება.
ერთადერთი, ვინც ჩემს რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ელენეა, რადგან მასთან არაფერს ვამჟღავნებ. შვილთან თუ შევიმჩნიე ცუდად ყოფნა, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იქნება" - ამბობდა მარიამი.