ნიკოლოზ მემანიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ბოლო დროს ნიკოლოზ რაჭველის სახელით გაიცნო, ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.
"ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული" - ნიკოლოზ რაჭველის ჩანაწერი გარდაცვლილი დედის შესახებ
1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999–2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.
„13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა… დედაჩემს იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს“ - ნიკოლოზ რაჭველის დაუვიწყარი ისტორია
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ რაჭველს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, განსაკუთრებით კი დედასთან. ამბობდა, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღვოდა. ამჯერად მან დედა "რადიო ფორტუნას" „ვარსკვლავურ დუეტში“ გაიხსენა:
"9 წელი გავიდა დღეს..." - ნიკოლოზ რაჭველი ფოტოს დედის სასაფლაოდან აქვეყნებს
„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან ვცხოვრობდი დედასა და ბებიასთან ერთად. მერე ბებია გარდაიცვალა და დავრჩით ჩვენ ორნი. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მის ფენომენს, არა დედის, არამედ უშუალოდ დედაჩემის ფენომენს ვერაფერი შეცვლის. ეს არ იყო მხოლოდ დედა-შვილობა. ეს იყო მთელი პროცესი მუსიკასთან ჩემი მიყვანის, დიდი ენერგიის. ჩემთან ერთად მეცადინეობდა. მეტრონომი არ გვქონდა, რაც ეტიუდების სამეცადინოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი თავად მეტრონომობდა, ტაშს უკრავდა, საათობით მეჯდა… ერთხელ, მახსოვს, იწვა ჰორიზონტალურად და ხელით რიტმს აყოლებდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ოდნავ შენელდა რიტმი… გავიხედე, ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ტაშის დაკვრას…“, - იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი.