"არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან, სე­თია ულა­მა­ზე­სი დოდო ჩო­გო­ვა­ძე" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა? - Marao

"არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან, სე­თია ულა­მა­ზე­სი დოდო ჩო­გო­ვა­ძე" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

2023-12-23 16:45:40+04:00

"ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი", ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ნელი ნე­რო­ვა და გენო წუ­ლა­ია... ფილ­მი დოდო ჩო­გო­ვა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­კავ­ში­რო კი­ნო­ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლი­სას 5,4 მი­ლი­ონ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა... დოდო ჩო­გო­ვა­ძე 1960-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კი­ნო­ფან­ტას­ტი­კის ქარ­თვე­ლი მშვე­ნე­ბაა. ის პირ­ვე­ლად 1963 წელს, "ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დებ­ში" გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მსა­ხი­ო­ბის სი­ლა­მა­ზემ და არ­ტის­ტუ­ლო­ბამ რუსი რე­ჟი­სო­რე­ბიც მო­ხიბ­ლა.

"მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა, განსაკუთრებით, თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები..." ლეგენდარული მსახიობის მძიმე ბედი და ტრაგიკული დასასრული 

დოდო ჩო­გო­ვა­ძის კა­რი­ე­რის ძი­რი­თა­დი აღ­მავ­ლო­ბის წლე­ბი კი­ნო­ში 1963-1981 წლებ­ში ჰქონ­და, ფილ­მე­ბის ძი­რი­თა­დი ჟან­რი კი ომის თე­მა­ტი­კა, ფენ­თე­ზი და მე­ლოდ­რა­მაა... "ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო ", - ასე ჰქვია რე­ჟი­სორ ბო­რის რი­ცა­რე­ვის სა­ხელ­გან­თქმულ ნა­მუ­შე­ვარს, რო­მელ­შიც დოდო ჩო­გო­ვა­ძემ ერთ-ერთი მთა­ვა­რი, "პრინ­ცე­სა ბუ­დუ­რის" როლი ითა­მა­შა. დოდო ჩო­გო­ვა­ძე თა­ვის დღე­ვან­დელ მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და შთამ­ბეჭ­დავ წარ­სულ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა...

- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

- მახ­სენ­დე­ბა ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სი, სო­ლო­ლა­კი... კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე დავ­დი­ო­დით, იქ ცნო­ბი­ლი ბა­ზა­რი იყო. ჩემი პა­ტა­რა კა­ლა­თა მქონ­და, ყვე­ლა­ფერს იქ ვყი­დუ­ლობ­დით... ასე სი­ა­რუ­ლით მო­მიხ­და ხუთი წლის ასაკ­ში ფილმში "მა­ნა­ნა“ გა­და­ღე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­დეა ჩა­ხა­ვა, რო­მე­ლიც იე­ზი­დი მე­ე­ზო­ვეს როლს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, ვინც ამ ფილმში თა­მა­შობ­და.

"ზაფხულის ცხელ დღეს, ქალი ჭრელი კაბითა და იმავე ქსოვილის თავშლით, ცდილობს ქოლგის ქვეშ დაემალოს ბათუმის მცხუნვარე მზეს..." - ვინ იყო უმშვენიერესი ნელი ქადაგიძე, პირველი ქართველი დირიჟორი ქალი აჭარაში, რეპრესირებულთა ოჯახიდან 

- ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ, მათ­თან ხში­რად გი­წევ­დათ შეხ­ვედ­რა?

- არა, მე ამ ლე­გენ­დებ­თან შეხ­ვედ­რა ნაკ­ლე­ბად მო­მიხ­და, ასე­ვე მა­ნა­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან... პარ­ტი­ზა­ნის როლი მქონ­და. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო, რად­გან ეს პირ­ვე­ლი როლი იყო, რო­მელ­ზეც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხარ­ხა­რებ­და. ბავ­შვია, რო­მე­ლიც პირს აღებს, მას ბან­ტიც უკე­თია და ულ­ვა­შიც. ბან­ტი იმი­ტომ, რომ ქუდი ჩა­მო­მი­ვარ­და და მერე ისე და­ვი­ხუ­რე, ბან­ტი ისევ მი­ჩან­და. რე­ჟი­სორს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, ასე და­ტო­ვა და ბან­ტი­ა­ნი, ქუ­დი­ა­ნი, ულ­ვა­ში­ა­ნი და თო­ფით ვჩან­ვარ...

- რო­გორც ახ­სე­ნეთ, ამ ფილმში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდით...

- დიახ, ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დით და იმ ეზო­ში შე­ვი­ხე­დეთ, სა­დაც ამ ფილ­მს იღებ­დნენ. რე­ჟი­სორს რე­ვე­რან­სი გა­ვუ­კე­თე და მან დე­და­ჩემს თხო­ვა, მო­იყ­ვა­ნეთ, გა­და­ვი­ღე­ბო... მარ­თლაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩემს გმირ­ზე ხა­ლი­სობ­და, ოღონდ არა­ვინ იცო­და, მე რომ ვი­ყა­ვი. მერე როცა ჩემს მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, ყვე­ლა მათ­გან­მა ფილ­მი მე­ო­რედ ნახა...

"რამაზ ჩხიკვაძის გმირს კუნძში ხელი გაეჭედება და ჩემთან აგზავნის სოლზე, მე პენუარში ჩაცმული სარკესთან ვზივარ და თმას ვივარცხნი, სცენარში მოცემულ ფრაზას - მიეცი სოლი ამეთვისტო, რამაზმა სოლი მოაშორა... ასე გამითქვა სახელი ამ როლმა" - უმშვენიერესი ლია გუდაძის ცნობილი როლები, ორი ქორწინება, შვილის გარდაცვალება და ცხოვრენის საინტერესო ამბები 

- შემ­დეგ თქვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მო­ი­პო­ვეთ დიდი აღი­ა­რე­ბა... რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან და­ი­წყო... საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ბა­ლე­რი­ნე­ბის ფილმში გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან მო­და­ში იყო... თბი­ლის­ში მოს­კო­ვი­დან ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და და ამარ­ჩი­ეს... მა­ნამ­დე, ათი წლის ასაკ­ში იყო - "ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი", რო­მელ­შიც ფილ­მის, "მა­ნა­ნას" შემ­დეგ გა­და­მი­ღეს... იქაც გა­და­ღე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­და. მე, პა­ტა­რა გოგო და რე­ჟი­სო­რი - ნელი ნე­რო­ვა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს... ბავ­შვე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, იქ ერთ ბავ­შვს გა­ვე­თა­მა­შე, ამ დროს რე­ჟი­სორს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და ფილმზე ამიყ­ვა­ნა... ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სოვს. იქ გა­ვი­ცა­ნი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი...

წაიკითხეთ სრულად