ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა - უმშვენიერესი მედეა ამირანაშვილის ცხოვრება და მოგონებები - Marao

ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა - უმშვენიერესი მედეა ამირანაშვილის ცხოვრება და მოგონებები

2023-12-23 16:59:18+04:00

"თბი­ლი­სის ოპე­რა ჩემ­თვის დედა-თე­ატ­რია, ქუ­თა­ი­სის ოპე­რა - შვი­ლო­ბი­ლი. ორი­ვე მიყ­ვარს. სიმ­ღე­რა­ზე უარი 61 წლის ასაკ­ში ვთქვი, ახლა ახალ­გაზ­რდებ­მა იმ­ღე­რონ-მეთ­ქი,“ - მი­თხრა წლე­ბის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თველ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ 2 დე­კემ­ბერს 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში გახ­და და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე თავს მის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევ­და... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებს ხან­დაზ­მულ ასაკ­შიც ატა­რებ­და და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდებს უზი­ა­რებ­და. გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას პან­დე­მი­ამ­დე შინ ვეწ­ვიე და ახლა მისი იმ მო­ნა­თხრო­ბის AMBEBI.GE-სთვის გახ­სე­ნე­ბა მი­წევს.

"ჭრი­ჭი­ნა"

"რა პარ­ტია არ შე­მის­რუ­ლე­ბია და რო­მელ სცე­ნა­ზე არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ყველ­გან მა­ინც ამ სიმ­ღე­რით მხვდე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც კინო ოპე­რას­თან შე­და­რე­ბით მა­სობ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბაა... ლე­ი­ლა აბა­ში­ძე მე­ხუმ­რე­ბო­და, მოდი, ფილ­მის ტიტ­რებ­ში ნუ მი­ვა­წერთ, რომ შენ მღე­რიო... ერთხელ მა­ტა­რებ­ლით ერ­თად მივ­დი­ო­დით და ხა­შურ­ში გავ­ჩერ­დით, ხალ­ხი "ჭრი­ჭი­ნა, ჭრი­ჭი­ნას" ძა­ხი­ლით შე­მოგ­ვეხ­ვია. ლე­ი­ლას ვუ­თხა­რი, მოდი, ახლა შენ იმ­ღე­რე და პირს მე გა­ვა­ღებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა და ლე­ი­ლამ სიმ­ღე­რა ვერ მო­ას­წრო" - სი­ცი­ლით იხ­სე­ნებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი მამა

დედ-მა­მაც ოპე­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ჰყავ­და. მათ ქარ­თუ­ლი ოპე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. "მა­მა­ჩე­მი, პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი ოც­ნე­ბობ­და, სცე­ნა­ზე ჩვე­ნი წარ­დგე­ნი­სას ასე გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, პეტ­რე და მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბი... მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ეს წო­დე­ბა ერთ თვე­ში მი­ვი­ღე. ჯილ­დო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა. ჩვენ­თან სახ­ლში და­რე­კა: "მე­დი­კო, გი­ლო­ცავ, შენ მი­ი­ღე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა!" ტი­რი­ლი ამი­ტყდა. რა­ტომ ტი­რიო? - მკი­თხა. მამა ამას ასე ნატ­რობ­და და ვერ მო­ეს­წრო-მეთ­ქი. მა­ნუ­გე­შა, - "რას იზამ, ასე­თია ცხოვ­რე­ბაო! გარ­და იმი­სა, რომ მა­მა­ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოპე­რის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი იყო, ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა უკ­ვდა­ვი ფილ­მი­დან "ქეთო და კოტე" გა­იც­ნო, სა­დაც თა­ვა­დი ლე­ვა­ნის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს...

რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ამ ფილ­მის­თვის პერ­სო­ნაჟს ეძებ­და, სრუ­ლი­ად სხვა არ­ტის­ტი ჰყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მამა რომ გა­სინ­ჯა, როლ­ზე ულა­პა­რა­კოდ და­ამ­ტკი­ცა: კი­დეც იმ­ღე­რებ და კი­დეც ითა­მა­შე­ბო. მამა სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, ასე­თი­ვე ხმა ჰქონ­და. მის მურ­მანს, კი­ა­ზოს, რი­გო­ლე­ტოს გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ყველ­გან. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და გას­ტრო­ლე­ბით და ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და. გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და ტურ­ნე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით... ბავ­შვო­ბა იმე­რეთ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი და იმ წლებს სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე, - ერთხელ ვაშ­ლის მო­სა­პა­რა­ვად ბავ­შვე­ბი ხეზე ასუ­ლან, პატ­რო­ნის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლა, მამა კი ხეზე დარ­ჩე­ნი­ლა. ვაშ­ლის პატ­რონს უთ­ქვამს, თუ იმ­ღე­რებ, გა­გიშ­ვე­ბო. პეტ­რე­საც უმ­ღე­რია და პირ­და­პირ ხეზე მჯდო­მი, ვაშ­ლით სავ­სე კა­ლა­თით და­უ­სა­ჩუქ­რე­ბია“.

დედა

"დედა, ნა­დეჟ­და ცო­მა­ია მეცო-სოპ­რა­ნო გახ­ლდათ. იმი­ტომ არა, რომ დედა იყო, მა­პა­ტი­ოს ყვე­ლამ (ახ­ლან­დელ­მაც და ძველ­მაც), მაგ­რამ მსგავ­სი მეცო-სოპ­რა­ნო არ მო­მის­მე­ნია... მშობ­ლებს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი მი­უ­ძღვით. ბავ­შვო­ბა­ში წკრი­ა­ლა ხმა მქონ­და, მერე გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში შე­მეც­ვა­ლა. დე­დამ მი­თხრა, - მე­დი­კო, იქ­ნებ სიმ­ღე­რა­ზე აღარ იფიქ­რო და უცხო ენებ­ზე გა­აგ­რძე­ლო სწავ­ლაო. არა, დედა, - ვუ­თხა­რი, მოვა დრო და ჩე­მით ია­მა­ყებ-მეთ­ქი!.. დედა მოღ­ვა­წე­ობ­და რო­გორც ჩვენს ოპე­რა­ში, ასე­ვე პე­ტერ­ბურ­გშიც - ორი­ვე­გან მეცო-სოპ­რა­ნოს მთე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი მიჰ­ყავ­და. რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ულა­მა­ზე­სი ხმა ჰქონ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ მსოფ­ლიო კა­რი­ე­რა­ზე მე­ტად ოჯახ­ზე ფიქ­რობ­და, რა­საც ყო­ველ­თვის ვუ­ფა­სებ­დი...ჩემ მი­მართ კი სიმ­კაც­რეს იჩენ­და, როცა რა­ი­მე არ მოს­წონ­და, და­უნ­დობ­ლად მაკ­რი­ტი­კებ­და. მამა კი მა­ნე­ბივ­რებ­და"...

ბავ­შვო­ბა

"სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით, ტა­ბი­ძე­ზე (მა­შინ­დე­ლი გა­ნოვ­სკის ქუჩა) და იქვე, ენ­გელ­სის ქუ­ჩა­ზე (ახ­ლან­დე­ლი ასა­თი­ა­ნის ქუჩა) 43-ე სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ცუდი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ კლას­ში დი­დად არ ვბრწყი­ნავ­დი... მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას ას­ტრო­ნო­მი­ამ მი­მი­ზი­და, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს სა­გა­ნი და მერე ეს ინ­ტე­რე­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც გაგ­რძელ­და. ხში­რად დავ­დი­ო­დი აბას­თუ­მან­ში და ვარ­სკვლა­ვებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. აკა­დე­მი­კოს ევ­გე­ნი ხა­რა­ძეს­თა­ნაც არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია. მოს­კოვ­ში, 1984 წელს, მფრი­ნა­ვი თეფ­შიც კი ვნა­ხე... იური გა­გა­რინ­საც შევ­ხვდი, - სიმ­პა­თი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო“...

წაიკითხეთ სრულად