ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.
"კადრები საოცარი გადაღებებიდან..." - ნანუკა გულუას საახალწლო სამზადისი და ოჯახური კადრები
"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა.
ნანუკა პირველი შვილის, უსაყვარლესი ნინას დედა 2022 წლის ზაფხულში გახდა. ნინა აქტიური ბავშვია და ხშირად ჩანს დედის სოციალურ ქსელებშიც. მან უკვე მოახერხა ნანუკას მეგობრებისა და გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება.
ცოტა ხნის წინ ნანუკა მეორე შვილის დედა გახდა - მსახიობსა და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას, ბიჭი შეეძინათ.
"ურთულესი დღეები გავიარე. ნინაზე ასე არ ვყოფილვარ. მგონი, გავიარე და ამ საშინელ შეგრძნებებს აღარ დავუბრუნდები. მომავალო დედებო, თუ თქვენც ასე რთულად გექნებათ დეპრესია, გახსოვდეთ, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში გაივლის, ნუ დაითრგუნებით, მიეცით საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლება... იყავით შეკეტილი მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისიც არ გერიდებათ" - წერდა ნანუკა გულუა, თუმცა მან რეაბილიტაცია უკვე გაიარა და ტელეკრანსაც დაუბრუნდა. ამჯერად ის გავლილი წლის შესახებ გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" საუბრობს:
"40+ ასაკში ჯანმრთელ შვილს რომ აჩენ, მგონია, რომ პირდაპირ ღმერთია ამაში ჩარეული.. მხოლოდ მადლიერი შემიძლია ვიყო გასული წლის" - ამბობს ნანუკა.