რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს. მსახიობს ფულისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს, რაზეც ქალბატონმა ნანამ უპასუხა, რომ მსახიობებს სტაბილური შემოსავალი არ აქვთ:
„არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ მსახიობებს, ზოგადად, არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად გავინებივროთ თავი თავის მოვლის საშუალებებით და სხვა სიამოვნებებით. თუმცა, არის ელემენტარული რაღაცები, რის გარეშეც არ შემიძლია. მაგალითად, არ შემიძლია, არ წავიდე სალონში და არ მოვიწესრიგო თმა და ფრჩხილები. ამაში ფული არასდროს მენანება.
„ჩემთვის დიდი ადამიანი იყო… ადამიანი, რომლისთვისაც რჩევა უნდა მეკითხა" - მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მამის გახსენებისას ატირდა
"ძნელია იმის თქმა, რა არის სახლი - ამდენი წელი გავიდა და ჩემთვის სახლად პარიზი იქცა" - ნინო კირთაძის პარიზული ცხოვრება, ზღაპრული სამყარო და კარიერა
ალბათ, ადამიანი ყველაფერს სიამოვნებისთვის ყიდულობ, თუნდაც გასტრონომიული ხარჯები ავიღოთ. საკვებს ხომ იმისთვის ყიდულობ, რომ შენი ოჯახის წევრებს ასიამოვნო?! ეს აუცილებლობაცაა და სიამოვნებაც. გინდა ის მოუმზადო შვილს და შვილიშვილს, რაც განსაკუთრებულად უყვარს. როცა ოჯახი გაქვს, მერე ბევრს ვეღარ იმეტებ საკუთარი თავისთვის. ტანსაცმლის ყიდვაც მიყვარს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
საერთოდ, მიყვარს ფულის დახარჯვა, მაგრამ მაშინ, როცა მისი დახმარებით რამეს ვიძენ. აი, კომუნალურების გადახდა მართლა ძალიან არ მიყვარს. ჩვენ სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. თუ დამატებითი შემოსავალი გაჩნდა, რეკლამაა, ღონისძიება ან სხვა რამ, მაშინ უფრო მეტად ვინებივრებ თავს. ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია, ტანსაცმელი ვიყიდო ჩემთვის თუ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. სხვა შემთხვევაში ჩემი შემოსავალი, ძირითადად, საკვებსა და კომუნალურებში მიდის“ - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.