"დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს, ალისკა ძალიან პატარა იყო და მთლიანად მასზე იყო ეს დღე მორგებული" - სოფო ნიჟარაძე ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელს იხსენებს - Marao

"დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს, ალისკა ძალიან პატარა იყო და მთლიანად მასზე იყო ეს დღე მორგებული" - სოფო ნიჟარაძე ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელს იხსენებს

2023-12-26 14:04:21+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. 

სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.

2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.

სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.

2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.

"სცენაზე გამოდის ალისა სააკაშვილი, დაუკარით ტაში!" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას მორიგ სახალისო კადრებს გვიზიარებს 

"აი, თურმე, ვის ჰგავს ალისკა" - სოფო ნიჟარაძე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს 

ამჯერად სოფო გადაცემაში „შენი დილა“ ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ახალი წელი, რომელსაც შვილთან, ალისკასთან ერთად პირველად შეხვდა.

„ეს იყო უკრაინაში. მართლაც ჯადოსნური დღე იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. დედის ამპლუაში პირველად შევხვდი ახალ წელს. ალისკა ძალიან პატარა იყო და მთლიანად მასზე იყო ეს დღე მორგებული, ოჯახური გარემო ბავშვთან ერთად და მართლაც რაღაცნაირად ძალიან რთულია გადმოსცე სიტყვებით ის გრძნობა, რაც მაშინ მე იმ დღეს მქონდა, რადგან ეს მართლაც განსაკუთრებული ახალი წელი იყო...

სურვილი რომ ჩავიფიქრე, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ აქამდე რას ვაკეთებდი და როგორ ვხვდებოდი ახალ წელს... ყველა ახალი წელი დამავიწყდა, თავიდან დაიწყო ჩემთვის ახალი წლის ათვლა.

ეს არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი, რადგან ახალ წელს ახალ სიცოცხლესთან ერთად შევხვდი, სულ სხვა ამპლუაში. ჩემი როლიც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვა პრიორიტეტი მაქვს“ - ამბობს სოფო ნიჟარაძე.