„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ" - სოფო ნიჟარაძე - Marao

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ" - სოფო ნიჟარაძე

2023-12-27 12:40:03+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. 

სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.

2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.

"ნიკოლოზ სააკაშვილად, ნიკოლოზობის დღეს... მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ როცა კრიტიკული ასაკი გქონდა, საერთოდ ვეღარ მოგხედე, პირიქით, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენე" - მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ემოციური მილოცვა შვილს, ნიკოლოზ სააკაშვილს 

"მეგობრებო! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ" - რას წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში 

სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.

2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.

ამჯერად მომღერალმა „მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კონცერტებზე აღარ იწვევენ: 

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბიდან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი“, – აღნიშნავს სოფო ნიჟარაძე.