ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს, მათ შორის, ინდურ ფილმში.
"ზოგადად, მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. თითქოს ერთად იზრდებით. პირველი პერიოდი იყო დიდი ემოციების პერიოდი, შემდეგ შემოდის პრობლემები, მერე ბავშვები და მეტი პასუხისმგებლობა ჩნდება. მერე უკვე ხვდები, საით მიდიხართ - შენ სად მიდიხარ, ის საით მიდის. ირჩევ პროფესიას... ამ დროს შეიძლება რაღაცებში ვერ შეთანხმდე ადამიანთან. სამწუხაროა და ძალიან მტკივნეულია. მინდა ვთქვა, რომ დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მინდა, ჩემი გოგონებისთვის მაგალითი ვიყო" - ამბობდა თაკო.
"ემოციების ზღვა მაქვს... ეს ჩემი ოცნების ასრულებაა და მინდა ყველას ვუთხრა: არასოდეს დანებდეთ! რამდენიმე წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი" - რას ჰყვება თაკო ტაბატაძე კარიერულ წარმატებაზე
"სამაგალითო მამა" - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
ამჯერად თაკო "დღის პოსტის" ეთერში შვილებთან ერთად გამოჩნდა და საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა:
„ახალ წელს ტრადიციულად ვხვდებით სახლში, ოჯახურ გარემოში და კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს, მივდივართ ჩემს მშობლებთან, ანუ ბებიასთან და ბაბუასთან. ყველა რომ მოვიცლით, იმ დროს ვაწყობთ ერთად ნაძვის ხეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა გოგონებმა იხალისონ ამ პროცესით და მიიღონ სიამოვნება. ეს ნაძვის ხე მათი აწყობილია. კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, სადღესასწაულოდ. რაც მთავარია, მიხარია, რომ მოსწონთ. ცხადია, ზოგადად, დედის მომზადებული ძალიან გემრიელია, მაგრამ მაქებენ და თვითონაც მეხმარებიან ხოლმე.
დედობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ტიტულია. ჩემთვის ეს არის ყოველდღიური მოცემულობა. ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა დიდი შანსები ცხოვრებაში…“ - ამბობს თაკო.