ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს. გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ მშობლები, გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის თბილ კომენტარებს იმსახურებენ.
" მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე თუ რა? " - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეზე
"ბედნიერი ოჯახის არდადეგები' - ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ჩეხეთში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებენ
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ამჯერად ანასტასიას და მისი უფროსი დის, ნინი ქარსელაძის ფოტოს ზურა ხაჩიძე აქვეყნებს.