გიორგი ყიფშიძე 1977 წელს დაიბადა. არის თეატრისა და კინოს მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. არის ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილი. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი.
გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე ოქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია ნატალია, რომელიც სხვა ძირითად პროფესიასთან ერთად მსახიობობასაც ითავსებს. პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
"მთელი ცხოვრებაა ზურას ვუყურებ; ყველა მიხსნიდა, როგორი განსაკუთრებული იყო... თავმდაბლობით ზურა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია" - რას წერს ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ბაბუაზე
"დედაჩემს მივუძღვენი ეს ვარსკვლავი და, საერთოდ, იმ ქალებს, რომლებმაც მომიარეს, გამზარდეს და ახლა მათბობენ..." - ზურა ყიფშიძის ემოციები ვარსკვლავის გახსის შემდეგ
ყიფშიძეების ოჯახი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ სულ ცოტა ხნის წინ მოექცა, როცა ყველასთვის საყვარელი ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. ზურა ყიფშიძე ქართული კინოს გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტია. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
ამჯერად გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ საახალწლო სურვილებზე ისაუბრა.
„მინდა, საახალწლო სურვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პასუხი მქონდეს, მაგრამ რომ არ მაქვს?! სულ მინდა, რომ საინტერესო როლები მქონდეს. ამ ბოლო დროს სულ ჯანმრთელობაზე ვფიქრობ, მეტი არაფერი მაწუხებს. პირად ცხოვრებაში გამოჩნდება ალბათ. ჯერჯერობით აღარ ვენდობი არავის. ჩავკეტე სიყვარულის თემა. ბავშვებზე ვარ გადართული“. – ამბობს მსახიობი.
.