იცით, რომ ყველაზე სადღესასწაულო და არისტოკრატულ სასმელებს შორის უკვე დიდი ხანია ლიქიორი ლიდერობს?!
ლიქიორი, ფრანგულად ლიქუერი, რაც ლათინურად (licour) სითხეს ნიშნავს, მაგარი სპირტიანი სასმელია. შეიცავს 35%-მდე შაქარს და 45 %-მდე სპირტს.
ევროპაში ლიქიორი პირველად ნიდერლანდებში დაამზადეს. ძველად ლიქიორის დასამზადებლად იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, ყვავილებს, ნაყოფს. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ლიქიორს ამზადებდნენ საფრანგეთში.
ზოგჯერ ლიქიორს არქმევენ ნებისმიერ არომატულ, ტკბილ და მაგარ ალკოჰოლურ სასმელს. რაც რეალურად ლიქიორი არ არის. ორგანული ლიქიორის საფუძველი უნდა იყოს მაღალგანწმენდილი ალკოჰოლი .
განასხვავებენ მაგარ, სადესერტო და კრემ-ლიქიორებს. ლიქიორს ამზადებენ ხილისა და კენკრის დასპირტული წვენების, ფესვების, თესლების, ყვავილების, ციტრუსების ნაყოფის კანის, კაკაოსა და ყავის მარცვლების, სანელებლების დასპირტული ნაყენის, ეთერზეთების, არომატული სპირტების, შაქრის კარგად გაწმენდილი რექტეფიცირებული სპირტის, ლიმონის მჟავასა და დარბილებული წყლისაგან.
ზაალ ხელაძე. სიდრის კლუბი ბაზალეთზე, დამფუძნებელი:
ჩვენ შევქმენით ლიქიორისებრი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც არის დაბალანსებული ალკოჰოლით და მიმზიდველია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია თხილის, ალუბლის მარწყვის, კომშის, მსხლის, ატმის და ფეიხოას. ნატურალური გემოები, რომლებიც შედგენილია გერმანელი ეკოტროფოლოგების დახმარებით და მოიცავს ჯანსაღი კვების ფიზიოლოგიურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პრინციპებს და პრაქტიკულ გამოყენებას.
სიდრზე მუშაობის პრაქტიკამ მაჩვენა, რომ მხოლოდ არომატულ ხილთან სჯობს მუშაობა. ამ სასმლის წარმოება ერთი თვეა, რაც დავიწყეთ. თავიდან იყო ინტერესი, რა გამოვიდოდა. ვისაც ჩვენი სასმელი გავასინჯეთ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს ძალიან უცხო და სასიამოვნო დასალევია, რომლის მსგავსი არ გაუსინჯავთ. რეალურად ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანული ნაზავი განსხვავებულია გემოთი და არომატით, ნატურალურია, ქართული პროდუქტებისგან შემდგარი. სასმელში არ შედის დანამატები ან საღებავები. სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენი თხილის, ალუბლის, კომშის, მსხლის, მარწყვის და ატმის ლიქიორები. თხილის ლიქიორი მაშინვე ჰიტად იქცა. ყველა ამბობს, რომ ნამდვილი აღმოჩენაა...
და მართლაც... თუ ეძებთ განსხვავებულს, რაღაც ჯადოსნურს და გამორჩეულად გემრიელს, სიდრის კლუბის ორგანული ლიქიორები ნამდვილი აღმოჩენაა. ერთ სახეობას რომ დააგემოვნებ, მეორე და მესამეც გაინტერესებს, იმდენად განსხვავებულია ყველა. ეს არის გემო, რომელიც ქმნის დღესასწაულს... და სულ შენთან რჩება...
https://www.facebook.com/profile.php?id=61551915436733
R