მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მარიკას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო მას და გიორგი მანველიძეს ქალიშვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ.
"როდესაც მეუღლე გავიცანი, მაშინვე ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა, ჩემი, როგორც მომღერლის მიმართ. ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერები. სადმე როცა ვართ, საზოგადოებაც მთხოვს, რომ ვიმღერო, მაგრამ გიორგის თავადაც სულ უნდა, რომ სცენაზე ავიდე. ამ ბოლო პერიოდში რადგან ცოტა გამოვეთიშე სიმღერას, ძალიან უნდა, სცენას ისევ დავუბრუნდე. ძალიან მიწყობს ხელს. როცა, ვთქვათ, გადაღებაა თბილისში, არ დაიზარებს, რომ წამომიყვანოს. იცის, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თავად აქტიურობს. ყელის ექიმთან ვიყავი მისასვლელი, რადგან გადაღლილი ვარ, ვათენებ ბავშვის მოვლაში, ბევრჯერ გადავდე. ბოლოს გიორგიმ თავად წამიყვანა. თურმე სერიოზული პრობლემები მქონია, გადავრჩი ოპერაციას, მივუსწარი და ვიმკურნალე, ხორხის თერაპია ჩავიტარე. ძალიან შემეშინდა, რადგან მითხრეს, რომ კეთილთვისებიანი წანაზარდები მქონდა. ფონიატრმა ირინა ქაცარავამ და ეკა ფეიქრიშვილმა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს და მიმკურნალეს იოგებზე. მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი ხმა. ვხვდებოდი, რომ მეტ-ნაკლებად პრობლემები მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად დიდი პრობლემები მქონია. გვინდა დასასვენებლად წასვლა. რა თქმა უნდა, ცალკე კარგია, მაგრამ ოჯახის ერთიანობა მნიშვნელოვანია და მინდა, რომ შვილები ხშირად იყვნენ ჩვენთან. თავად რომ ერთობიან და ბავშვებს სხვა ადამიანები ზრდიან, ასე არ მინდა. მე და გიორგიმ შვილებთან ერთად ბევრი დრო უნდა გავატაროთ. ახლა ჩვენთან ერთად არის ბარბარე, გიორგის ქალიშვილი, სამ ბავშვთან ერთად ვართ. დღე იწყება ზღვით ან აუზზე გასვლით, შემდეგ პარკში გავდივართ. თბილისში გადაღებაზეც კი წამოვიყვანე ბარბარე, ძალიან აინტერესებდა. დედას მეძახის, მე კი – შვილობილს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს და ვივიენის მოვლაშიც მეხმარება…
"ვივიენი და ნიკოლოზი" - მარიკა თხელიძე უსაყვარლესი შვილების ფოტოს აქვეყნებს
„არასდროს ვმალავ ასაკს, 35 წლის ვარ. პირველად დედა რომ გავხდი, ნიკუშა რომ დაიბადა, უბედნიერესი ვიყავი. ახლა უკვე ორი შვილის დედა ვარ – ვივიენმა დედობის სიხარული და ბედნიერება გამიორმაგა. დედის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. ნიკუშა რომ გავაჩინე, 27 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტროში ვმუშაობდი, თან, ბენდთან ერთად ვმღეროდი და სულ იმას ვდარდობ, ის დრო რომ ნიკუშას გვერდით არ ვიყავი. ახლა არ ვმუშაობ, დიდ დროს ოჯახში ვატარებ და ვიგრძენი, რომ დიასახლისობა ყოფილა ყველაზე რთული პროფესია (იცინის). ახლა ყოველდღიურად ვანაზღაურებ იმ დაკარგულ წუთებს, როცა ნიკუშასთან არ ვიყავი და აქტიურად ვარ მის ცხოვრებაში ჩართული. „ფეთიან“ დედასაც კი მეძახიან. ვივიენიც მე თავად გავზარდე, არ მყოლია ძიძა. ამის გამო ბევრჯერ მითქვამს უარი სადმე წასვლაზე. ახლა ბათუმში ვცხოვრობ და როცა თბილისში კონცერტზე გამოვდივარ, ვცდილობ, იმ საღამოსვე უკან დავბრუნდე. ბავშვების გარეშე ვერსად ვძლებ" - ამბობდა მარიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად მარიკა გადაცემას „პოსტალიონი“ შვილთან, პატარა ვივიენთან ერთად ესტუმრა. მან დედობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შვილებთან მეგობრობს.
„ვცდილობ, რომ შვილები სიყვარულით აღვზარდო. ნიკოლოზი უკვე დიდია, მის აზრსა და რჩევებს ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ მისი აზრის გათვალისწინებით მოვიქცე… შეხმატკბილებული, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უნდა იმეგობრო შვილთან. ჩხუბით, ხმამაღალი ტონით მიმართვა არ შეიძლება“ – აღნიშნა მარიკამ.