„დათო“ და „მარიკა“ - ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი უკვე მრავალი წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან.
„16 წელია სულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ნდობა ყველაზე მთავარია. ერთხელ მაინც თუ შეგეპარა ეჭვი, იქ დამთავრდება ყველაფერი. ვერ ვიტან, როდესაც მაია სახლში არ არის. ვერ ვიძინებ და რომ ვეუბნები, არ სჯერა” - ამბობდა გოგა ბარბაქაძემ.
"ერთი წამით არ დაგვიტოვებია ერთმანეთი, გინდა სცენაზე, გინდა ადამიანობაში, მეგობრობაში, ძმაკაცობაში" - გოგა ბარბაქაძე მსახიობ ნიკა ქაცარიძეს იხსენებს
„კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, რომელთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ” - ამბობდა მაია დობორჯგინიძე.
ამჯერად გოგა და მაია გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებს“ სტუმრობდნენ, სადაც ახალ წელზე და თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს:
მაია დობორჯგინიძე: „ვზეიმობთ, გვიხარია, მაგრამ ცოტა სევდაც არის, რომ.. კიდევ ერთი წელი გავიდა.“
გოგა ბარბაქაძე: „საქმეც მაგაშია, რომ უნდა დავბერდეთ, ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა – რა შეიცვალა ასაკი ,რომ გემატებათო და ვუთხარი თეთრი გრიმი აღარ მჭირდება თმა რომ გავიჭაღარაო მეთქი.“