რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე პირველ შვილიშვილს ელოდებიან - რა ფოტოს ავრცელებს არველაძეების რძალი - Marao

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე პირველ შვილიშვილს ელოდებიან - რა ფოტოს ავრცელებს არველაძეების რძალი

2024-01-02 19:06:02+04:00

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უკვე წლებია ერთად არიან. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი ოჯახი ნამდვილად გამოირჩევა სილამაზითა და ჰარმონიულობით.

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.

„ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი გააკეთა, მის გარეშე არაფერი გამომივიდოდა...“ - აჩი არველაძე მეუღლისა და პირადი ცხოვრების შესახებ 

"ოჯახის ახალი წევრი" - თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე 

მალე ვატო არ­ვე­ლა­ძეს და მისი მეუღლეს, მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეს პირ­ველი სა­ერ­თო შვილი შეეძინებათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში არველაძეების რძალი მაკუნა ზედაშვიძე თავადვე გვიზიარებს.