თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტის ოჯახს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ქეთი ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს და გამონაკლისი არც მის მიერ გამოქეყნებული ბოლო კადრებია. "გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, 2024 ისეთივე ცეცხლოვანი იყოს, როგორიც დრაკონია" - წერს ქეთი და უმშვენიერეს წითელ კაბაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ქეთიმ და თოშამ ახალი წელი ოჯახთან ერთად აღნიშნეს და სადღესასწაულო ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.
"ახალგაზრდა დედების მოტივაცია ხარ" - მოდელ ქეთი ჟღენტის ქორწინება 19 წლის ასაკში, სამი შვილი და ოჯახური ცხოვრება
თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.
ბიზნესმენ თოშა ქებურიასა და უმშვენიერესი ქეთი ჟღენტის მოგზაურობა ჩინეთში - წყვილის რომანტიკული კადრები წვიმიანი შანხაიდან
მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.
ხუთი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებია, რომელიც თავად 20 წლის გოგოს ჰგავს - როგორ ინარჩუნებს ლიკა შენგელია ახალგაზრდობასა და იდეალურ ფორმას
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.