ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
“რა გაუმართლა ბენს... 8 წელი ჩემთან. საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში... მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს.
ვხუმრობ, გამიმართლა მე! რომ მიძლებს... ისე, რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე? მართალია, ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასეა, ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა... ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ… და, მგონი, კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ", - წერდა ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკისა და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ნუკის საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ მუცელი მოეშალა.
როგორც ცნობილია, ნუკიმ ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics-ი შექმნა და როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ბაზარზე გავიდა. ნუკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, გავლილი აქვს არაერთი შემოწმება და, ამასთან, ცდილობს, რომ კოსმეტიკა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ცოტა ხნის წინ ბენმა "ინსტაგრამზე" ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა - როგორც გაირკვა, წყვილმა პატარა ოლივერი ბალეტის სანახავად პირველად წაიყვანა.
"მაკნატუნა... ძალიან კარგი მუსიკა, ბევრი ჯადოსნური ემოცია. არ მეგონა, ოვი თუ იჯდებოდა სრული ორი აქტი და ბოლომდე ჩართული იქნებოდა, მაგრამ წამით თვალი არ მოუწყვეტია სცენიდან.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ოვიმდე, ჩემამდე, ამ ყველაფრამდე, ბენი ამ თეატრში მუშაობდა. კი, მეტროპოლიტენის სცენაზე გამოდიოდა ყოველდღე! წარმოგიდგენიათ?! ბევრ თეატრში უთამაშია, მაგრამ აქ იყო მისი ყველაზე ტკბილი მოგონება და პირველად მოიყვანა ოვი. კითხვაზე, რა ჯანდაბა უნდოდა ბენს სცენაზე, გეტყვით, ის მსახიობი იყო ადრე, მერე შეცვალა პროფესია. ერთხელ აუცილებლად მოგიყვებით..." - დაწერა ნუკიმ სოციალურ ქსელში.
ამჯერად კი ნუკი კოშკელიშვილი წლის შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს:
"ყველამ დადო და მეც დავდებ... ბევრად უფრო მეტი მოხდა ამ წელს, მაგრამ ოვი ჩამკივის ყურში და ვიდეოებს ვერ ვპოულობ. გოზინაყი მიმეწვა და, რაც არის, ეგ არის-მეთქი, დავდებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც იყო ჩემთან ერთად ამ მაგარ მოგზაურობაში, რასაც 2023 ერქვა. ამ პატარა ჭიქით და ამ დიდი გულით მინდა შევსვათ... ვხუმრობ! მიყვარხართ და შეეშვით ინსტაგრამს, წადით, ახლობლებს ჩაეხუტეთ ან დათვერით სადმე და იხალისეთ, ან ფილმს ჩაუჯექით და იტირეთ. ერთი იცოდეთ, 2024 წელს ბევრი სიკეთე და ცვლილება გელოდებათ! იქნება თავგადასავლები, იქნება სიცილი, იქნება სიყვარული..." - წერს ნუკი.