ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.
მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია. ნიკოლოზი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.
"ნიკაში, უპირველესად, ვიზუალი მომეწონა – ძალიან სიმპათიურია; მერე – იუმორი. ძალიან კეთილი, განათლებული, კარგი ბიჭია.
იყო ჩხუბი, კამათი, ეჭვიანობები ჩემი მხრიდან – როგორც ხდება შეყვარებულ წყვილს შორის, ოღონდ მნიშვნელოვანი არაფერი. ეს ეტაპები გადავლახეთ და მივედით იქამდე, რომ აწი, ასეთ რაღაცებზე აღარ ვიჩხუბებთ და სისულელედ მიგვაჩნია.
მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზების კეთება, თვითონვე მაბედნიერებს, როცა სხვას ვუწყობ სიურპრიზს. ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მახსენდება, იყო ის, რომ ნიკა უცხოეთში წავიდა სასწავლებლად დიდი ხნით. მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ქალაქი დაცარიელდა, ისტერიკა მჭირდა, მაგრამ რას ვიზამდი. სწავლას და განათლებას დიდ პატივს ვცემ და ვერ ვეტყოდი, ჩემ გამო არ წასულიყო. არავინ თქვას, რომ განშორება გრძნობას ანელებს, პირიქით, ძალიან ამძაფრებს. მე ველოდებოდი, რომ ნიკა დიდი ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. ერთ დღესაც, მივედი მეგობართან და იქ დამხვდა. თურმე, უფრო მალე ჩამოდიოდა და არ გამიმხილა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
"პატარა ნინია და მისი საუკეთესო მეგობარი" - ინგა გრიგოლია უსაყვარლესი შვილიშვილის ვიდეოს აქვეყნებს
"დაბადების დღეს გილოცავ; რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ" - ინგა გრიგოლიას ოჯახური კადრები და მილოცვა იუბილარ ქალიშვილს
ინგას თავიდანვე ვუთხარი. მე და ინგა დიდი მეგობრები ვართ. არასდროს ერევა პირადში. თუ რჩევას ჰკითხავ, საუკეთესო რჩევას მოგცემს. მეც ვითვალისწინებ და ყველაფერს ვუზიარებ. ნიშნობაზე რა უნდა მცმოდა და საქორწინო კაბა როგორი უნდა იყოს, ინგამ მირჩია. მეც ეთერის წინ სულ ვურჩევ, რა ჩაიცვას და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური, პრეტენზიული სიდედრი არ არის." - ამბობდა მარიამ გრიგოლია.
ამჯერად ინგა გრიგოლია პატარა ნინიას დაბადების დღეს აღნიშნავს:
„ჩემთვის ახალი წელი ახლა დადგა. დებიკო ერთი წლისაა. გაუმარჯოს ჩვენი ფორთოხლისფერი ნინიას დაბადების დღეს. გამაფერადა და გამაბედნიერა ამ გოგომ“, – წერს ინგა გრიგოლია და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.