"ეს ტყუილია! ზურიკო ცოცხალია!" - რას წერენ ზურა ბერიკაშვილის მეგობრები და როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა - Marao

"ეს ტყუილია! ზურიკო ცოცხალია!" - რას წერენ ზურა ბერიკაშვილის მეგობრები და როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2024-01-05 13:19:26+04:00

“მეგობრებო, კოლეგებოო, ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას, გთხოოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ყველაფერი იქნება კარგად!“ - წერს თამუნა მეფარიშვილი.

“გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. მადლობა“ - წერს ზურა ბერიკაშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე ანო მაისურაძე.

რამ­დე­ი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას გული გა­უ­ჩერ­და. ამის შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსა­ხი­ო­ბის დამ, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა აც­ნო­ბა.

"მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა, თუმ­ცა, რო­გორც MRT-ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის. კვლავ არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და არის კო­მა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უკვე ჩაქ­რა, თირკმე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ყვე­ლა ორ­გა­ნო მწყობ­რშია. ახლა ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს გერ­მა­ნელ ექი­მებ­თან, რომ სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა თა­ვის ტვი­ნი და მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მოხ­სნა.

სა­ერ­თოდ, ზუ­რი­კო 22 წლის ასა­კი­დან ინ­სუ­ლინ­ზეა, დი­ა­ბე­ტი აქვს. თურ­მე "დი­ა­ბე­ტი­კებს“ არ აქვთ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფარ­ქტმა ისე და­არ­ტყა, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია. უკა­ნა კე­დე­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც კი მოხ­და გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა (გული საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად გა­ჩერ­და), მა­ში­ვე სტენ­ტი ჩა­უდ­გეს. ერთი სტენ­ტის ჩად­გმა დას­ჭირ­და, მაგ­რამ ტვი­ნი და­ზი­ან­და", - თქვა ambebi.ge-სთან საუბრისას მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა. 

ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. ზურა თავადაც მსახიობია:

მე-10 კლასში ვიყავი, როცა დარწმუნებით განვაცხადე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი და მსახიობი გავხდებოდი. მართალია, ბავშვობაშიც ბევრჯერ მქონდა დადგმებში მონაწილეობის შანსი, მაგრამ მაშინ ნაკლებად ვინტერესდებოდი თეატრით. ხშირად ვესწრებოდი მამას რეპეტიციებს, კულისებიდან ვუყურებდი სპექტაკლებს. კარგად მახსოვს, როცა ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ რუსთავში გახსნა ახალი თეატრი და სწორედ იქ გადავიდა მარჯანიშვილის დასის დიდი ნაწილი. უნიჭიერესი მსახიობების დადგმები ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მაინც უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ მათ განსაზღვრეს ჩემი მომავალი. 

მამას საუკეთესო მეგობარი ბატონი კახი კავსაძე იყო. მთელი 30 წელი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ, თეატრშიც და ცხოვრებაშიც, ერთად წამოიწყეს ბიზნესიც, როცა პურის უზარმაზარი ყანები აიღეს იჯარით, თუმცა 1990-იან წლებში ყველაფერი რთული იყო და მათაც ძალიან გაუჭირდათ, რადგან სწორედ მაშინ დაიხურა ყველა პურის ქარხანა, არადა, ორივეს სახლის სანაცვლოდ ჰქონდა კრედიტი აღებული. უამრავ ნაცნობს მიმართეს დახმარებისთვის, ერთ დილას კი, როცა რომელიღაც სამინისტროსთან იდგნენ ნაცნობის მოლოდინში, ავტოინსპექტორი მიადგა, ვერ იცნო, საბუთები მოსთხოვა და არცერთს რომ არ აღმოაჩნდა, მანქანის გასაღები წაართვა. იქვე იყო მისი უფროსიც, რომელიც ინციდენტს შეესწრო, თვითონაც ძალიან შერცხვა და ინსპექტორიც შეარცხვინა, მერე კი, ორივე საქეიფოდ დაპატიჟა.

ხშირად ვამბობთ მეც და ჩემი დაც, რომ სულ თან გვდევს მამის აჩრდილი და ყოველთვის გვეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ ძველ თაობას ახსოვს და უყვარს მამა, არამედ ახალგაზრდებიც იცნობენ.

მანანა 11 წლითაა ჩემზე უფროსი და პრაქტიკულად, მისი გაზრდილი ვარ. 4-5 წლის ვიყავი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ნაცნობს ენა მივუტანე და ძალიან გამიბრაზდა. დღემდე მწარედ მახსოვს, როგორ გამტყიპა", - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი.