ყველაფერი 1996 წელს დაიწყო სიეტლის ერთ-ერთ გარეუბანში. მაშინ ვილი ფუალაუ 12 წლის იყო. უფროსმა ძმამ ვილის სთხოვა რომელიმე მასწავლებელი შეეცდინა, სანაცვლოდ კი 20 დოლარს მიიღებდა.
ვილისთვის დავალება მარტივი აღმოჩნდა. მის განსახორციელებლად მან სწრაფად აირჩია სწორი ადამიანი - ინგლისურის, ლიტერატურისა და გეოგრაფიის მასწავლებელი მერი ქეი ლეტურნო.
34 წლის მერი ქეი ახალგაზრდა და ლამაზი იყო. ჰყავდა ქმარი და ოთხი შვილი, თუმცა ოჯახური ბედნიერებით ვერ დაიკვეხნიდა. დიდი ხნის განმავლობაში მას აწამებდა ეჭვი, რომ ქმარი ღალატობდა მის მიმართ და ამიტომაც აიგნორებდა. მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული არასდროს ყოფილა, რადგან მშობლების მითითებით გაჰყვა ცოლად.
სკოლაში ვილი მერი ქეის ფავორიტად იქცა. ბიჭი არასოდეს ერიდებოდა თავისი აზრის გამოთქმას, კარგად ხატავდა და ბოლო დროს ყველანაირად ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას. მერი ქეიც ამჩნევდა, რომ ვილი მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდა.
ერთ დღეს, შესვენების დროს, მისი ეჭვები დადასტურდა. ვილიმ საკლასო ოთახში პატარა მაგნიტოფონზე სასიყვარულო სიმღერა დაუკრა, მალე რომანტიკული ლექსების წერა დაიწყო. მიუხედავად 21 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, მერი ქეის ყურადღება სიამოვნებდა.
რომან პოლანსკი და შერონ ტეიტი - ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
მალე მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს მასწავლებელსა და სტუდენტს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა. მასწავლებლები მიანიშნებდნენ, რომ მეექვსეკლასელთან ასეთი კომუნიკაცია ფლირტს უფრო ჰგავდა. საპასუხოდ მერიმ უბრალოდ მხრები აიჩეჩა, რადგან ფაქტობრივად, დანაშაულებრივი არაფერი მომხდარა.
„ერთ დღეს ვილიმ მკითხა, რამდენ წელიწადს ვაპირებდი ცხოვრებას. მე ვუპასუხე: "აუცილებლად ვიცოცხლებ ას წლამდე, რადგან ბებიაჩემი უკვე ასი წლის გახდა". მან კი მიპასუხა, რომ ჩემს გარეშე ერთი დღესაც არ უნდოდა ცხოვრება - ეს ყველაზე რომანტიკული სიტყვები იყო, რაც კი ოდესმე მომისმენია. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ამ ბიჭთან რეალური ურთიერთობის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყავით“ - იხსენებდა მერი ქეი მოგვიანებით.
სასწავლო წელი იწურებოდა - მერი ქეი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა საზაფხულო ფერწერის კურსებზე, ვილიც მიიწვია. მათი რომანტიკული ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. ვილი ხშირად ქალის სახლში მიდიოდა და ღამითაც რჩებოდა.
მერი ქეის სასწავლო წელი მოულოდნელობებით დაიწყო: მან აღმოაჩინა, რომ ვილის შვილზე იყო ორსულად. გეგმა ასეთი იყო: ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ქმარი მოეტყუებინა და დაეჯერებინა, რომ შვილი მისი იყო. თუმცა, სტივმა მალევე აღმოაჩინა მაგიდის უჯრაში სასიყვარულო წერილები. 1997 წლის თებერვალში მერი ქეი გაკვეთილზე დააკავეს - ქმრის ნათესავები პოლიციას დაუკავშირდნენ.
თვითონაც ვერ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა. კაცი ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ხდებოდა. სტივი ქალს მოსიყვარულე ცოლად, კარგ დედად, ნიჭიერ მასწავლებლად და უბრალოდ კარგ ადამიანად თვლიდა. შემდეგ მოვლენები სწრაფად და ძალიან დრამატულად განვითარდა. მასწავლებელს მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, ამერიკული კანონმდებლობით მას სერიოზული სასჯელი ემუქრებოდა.
სამი თვის შემდეგ მერი ქეი გაათავისუფლეს. თუმცა, სასამართლომ ვილთან კონტაქტი აუკრძალა. თავიდან ის ცდილობდა ეს დავალება შეესრულებინა, თუმცა ვილის მიმართ გრძნობები არ ქრებოდა. მალე რომანი ისევ განაახლეს. ამჯერად სასამართლომ მასწავლებელს შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკვე ციხეში მყოფმა აღმოაჩინა, რომ ისევ ორსულად იყო. რვა თვის შემდეგ მერი ქეის შეეძინა ქალიშვილი, ჯორჯია-ალექსისი, რომელსაც ვილის დედა ზრდიდა. ვილმა 15 წლის ასაკში სკოლას თავი დაანება და ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა.
მერი ქეიმ სასჯელი მოიხადა. იმ დროისთვის ვილი უკვე 21 წლის იყო. ორიოდე კვირის შემდეგ ყოფილი მასწავლებელი და მისი მოსწავლე დაინიშნნენ. მათმა საქორწილო ცერემონიამ ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.
იმის გამო, რომ მერი ქეის მასწავლებლობა აეკრძალა, მან სამსახური მიიღო იურიდიულ ოფისში მდივან-ასისტენტად, უილი კი დიჯეი გახდა. წყვილი საბოლოოდ დაშორდა 2019 წლის აგვისტოში. მერი ქეის მალე ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2020 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.