როგორია უმშვენიერესი "დარინა" დღეს - სად და როგორ ცხოვრობს ანდრეა ჩუნდერლიკოვა, ქალი, რომელმაც ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა - Marao

როგორია უმშვენიერესი "დარინა" დღეს - სად და როგორ ცხოვრობს ანდრეა ჩუნდერლიკოვა, ქალი, რომელმაც ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა

2024-01-06 13:36:24+04:00

1977 წლის 8 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ფილ­მი "რაჭა ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო" გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია რაჭ­ველ მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც სლო­ვა­კეთ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. თუმ­ცა ვის ახ­სოვს ვე­ნა­ხი, რო­დე­საც ქარ­თველ ზა­უ­რის სლო­ვა­კი და­რი­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა.

მთა­ვა­რი გმი­რებს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბადრი კა­კა­ბა­ძე და ჩეხი მსა­ხი­ო­ბი ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვა თა­მა­შო­ბენ. ევ­რო­პელ­მა გო­გო­ნამ ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა და ფილმთან ერ­თად დღემ­დე ყვე­ლას უყ­ვარს და­რი­ნა, რო­მე­ლიც ფილმში ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მოხ­და.

წლე­ბის შემ­დეგ, ბად­რი კა­კა­ბა­ძე ან­დრე­ას "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და...

"ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ან რა გა­საკ­ვი­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, თა­ნაც იმ დროს ცოლს გავ­ცილ­დი. თუმ­ცა ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღარც მი­ნა­ხავს.“

აღომჩნდა, რომ გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­დრეა სხვა­ზე გა­თხოვ­და... მისი რჩე­უ­ლი როკ-მუ­სი­კო­სი, ჯგუფ "ოლიმ­პი­კის" გი­ტა­რის­ტი ლა­დის­ლავ კლე­ი­ნი გახ­და, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი - ჩოგ­ბურ­თე­ლი სან­დრა კლე­ი­ნი შე­ე­ძი­ნა.

ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა - უმშვენიერესი მედეა ამირანაშვილის ცხოვრება და მოგონებები 

 

რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ახალს წელს გა­სულ­მა "რაჭა ჩემო სიყ­ვა­რუ­ლომ" ისევ გაგ­ვახ­სე­ნა. გა­დავ­წყვი­ტეთ ან­დრე­ა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი შეგ­ვეკ­რი­ბა.

"არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან, სე­თია ულა­მა­ზე­სი დოდო ჩო­გო­ვა­ძე" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა? 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვას მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არა­სო­დეს უს­წავ­ლია, მის­მა რო­მან­ტი­კულ­მა გა­რეგ­ნო­ბამ მრა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რომ­ლებ­მაც მას ლა­მა­ზი, იდუ­მა­ლი და მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნე­ბის რო­ლე­ბი მის­ცეს.

"რამაზ ჩხიკვაძის გმირს კუნძში ხელი გაეჭედება და ჩემთან აგზავნის სოლზე, მე პენუარში ჩაცმული სარკესთან ვზივარ და თმას ვივარცხნი, სცენარში მოცემულ ფრაზას - მიეცი სოლი ამეთვისტო, რამაზმა სოლი მოაშორა... ასე გამითქვა სახელი ამ როლმა" - უმშვენიერესი ლია გუდაძის ცნობილი როლები, ორი ქორწინება, შვილის გარდაცვალება და ცხოვრენის საინტერესო ამბები 

სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ან­დრე­ას ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი როლი მედ­და ინაა ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან "ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე ჰოს­პი­ტა­ლი". ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ნოშტ ბლა­ჟე­ის საყ­ვა­რელს თა­მა­შობს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის ქალი 24 წლის იყო და ერთ-ერთ ულა­მა­ზეს მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში თა­ვად ამ­ბობ­და, ინას მე­ოც­ნე­ბე ფი­გუ­რა არ მოს­წონ­და. ეს სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მის ნამ­დვილ ტემ­პე­რა­მენტს.

წაიკითხეთ სრულად