"სიკ­ვდილ­ზე ვგიჟ­დე­ბით. როცა მოვ­კვდე­ბი, ვი­საც დღეს არ გიყ­ვარ­ვართ, არ მოგ­წონ­ვართ, გიკ­რძა­ლავთ ყალბ სტა­ტუ­სებს. და ვი­საც გიყ­ვარ­ვართ სიკ­ვდი­ლამ­დე მირ­ჩევ­ნია ამის გა­გე­ბა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - Marao

"სიკ­ვდილ­ზე ვგიჟ­დე­ბით. როცა მოვ­კვდე­ბი, ვი­საც დღეს არ გიყ­ვარ­ვართ, არ მოგ­წონ­ვართ, გიკ­რძა­ლავთ ყალბ სტა­ტუ­სებს. და ვი­საც გიყ­ვარ­ვართ სიკ­ვდი­ლამ­დე მირ­ჩევ­ნია ამის გა­გე­ბა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

2024-01-06 14:05:16+04:00

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, შარ­დე­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 03:30 სა­ათ­ზე ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მოცეკვავე მარი ბაბეტა იყო. 

მარი ბაბეტა ცოტა ხნის წინ გადაცემა "სიცრუის დეტექტორს" სტუმრობდა, სადაც საკუთარი რთული ცხოვრების შესახებ გულწრფელად ისაუბრა. მისი გარდაცვალების შემდეგ არაერთი ვერსია გავრცელდა, წერდნენ იმასაც, რომ მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ოფიცილური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა. შსს-მ უკვე ამო­ი­ღო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­კი­თხუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც.

მარი ბაბეტას გარდაცვალებას არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ სიცოცხლეში მოცეკვავისადმი უტაქტო და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ბევრი ადამიანი წერდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ასეთი ადამიანები მწუხარებასა და გულისწყვეტას გამოხატავენ. 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მსგავსი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა მარაზმი:

"ბა­ბე­ტა­ზე რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა, რა მა­რაზ­მია. მა­ნამ­დე რო­გო­რი იყო მისი შე­ფა­სე­ბე­ბი და დღეს, ერთ დღე­ში, რო­გორ შე­უყ­ვარ­და ბევ­რს. სიკ­ვდილ­ზე ვგიჟ­დე­ბით. როცა მოვ­კვდე­ბი, ვი­საც დღეს არ გიყ­ვარ­ვართ, არ მოგ­წონ­ვართ, გიკ­რძა­ლავთ ყალბ სტა­ტუ­სებს. და ვი­საც გიყ­ვარ­ვართ სიკ­ვდი­ლამ­დე მირ­ჩევ­ნია ამის გა­გე­ბა", - აღნინავს ნანუკა ჟორჟოლიანი.