ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა.
ცოტა ხნის წინ ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს და საკუთარ ყოველდღიურობას მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ლიზამ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. რუსთაველის თეატრის მსახიობი არჩილ ყენია გარდაიცვალა. “წავიდა ჩემი მამიკო”, – დაწერა ლიზამ "ფეისბუქში" და მამასთან გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა. ლიზა მამის დაკრძალვას არ დასწრებია. როგორც მოგვიანებით განმარტა, მისთვის ეს ტრაგედია რთულად გადასატანი აღმოჩნდა და ემოციბტან გამკლავება ასე უფრო გაუადვილდა.
ლიზა ამერიკაში აქტიურად ზრუნავს კარიერულ განვითარებაზე და სულ ახლახან მან სასცენო სახელით Elizabeth Frisky ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა. ამჯერად კი მეგობრებს ახალი მუსიკალური კლიპი გაუზიარა. "სიმღერა მამიკოსთვის" - დაწერა მან. კლიპში ლიზამ განსხვავებული ვარცხნილობა და იმიჯი მოირგო. მისმა სიმღერამ დიდი მოწონება და არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. 6 წლის ასაკიდან მღერის. "მზიურში" მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს - მაია ჯაბას შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვის საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს.
"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.
„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.
ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს. მისგან ყოველდღე რაღაცას სწავლობ, სწავლობ ადამიანობას, როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა აპატიო და როგორ უნდა დაუთმო… ყველაზე საოცარი ისაა, რომ არ არსებობს კითხვა დავუსვა და მან სიღრმისეულად არ მიპასუხოს და არ ამიხსნას ყველაფერი“, – ამბობდა მაია ჯაბუა.
მომღერალს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს, თუმცა ინტერვიუებში ხშირად ახსენებ, რომ ბედნიერი ქალია:
"ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. ამ ქვეყნად ტყუილად არაფერი ხდება. განსაცდელიც შენი გამოცდაა... არცერთ განსაცდელს არ დავმალვივარ, ისე ვხვდებოდი, როგორც ამას ჩემი ზნეობა მიკარნახებდა. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს ადამიანის სიძლიერეში, ჩემთვის კი პიროვნება მაშინ არ ის ძლიერი, როცა მძიმე ვითარებაშიც კი არ იკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ ეკადრება" - ამბობდა მომღერალი.