ანჯელინა ჯოლის უფროსმა ძმამ იშვიათ ინტერვიუში ცნობილ დასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ჯეიმს ჰევენმა აღიარა, რომ ბრედ პიტთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, დის და მისი შვილების დაცვაზე ზრუნავს.
„ჩემს დასა და დისშვილებზე ყოველთვის ვიზრუნებ“ - თქვა ჯეიმსმა. მან აღნიშნა, რომ დის დაცვის ეს სურვილი აბსოლუტურად ბუნებრივია;
ჯეიმსის თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანჯელინას შვილების გვერდით ყოფნა, რადგან ისინი მოზარდები არიან, ამ პერიოდში კი ბავშვები მშობლების განქორწინებას განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან.
ბრედ პიტი დაიღალა სკანდალებით: რაში სდებს ბრალს მსახიობს შვილი და რატომ აქვს ცუდი ურთიერთობა შვილებთან
ანჯელინა ჯოლის ნაშვილები ქალიშვილის, ზაჰარას ბიოლოგიური დედა შვილთან შეხვედრას ითხოვს - კიდევ ერთი სკანდალი და ხმაურიანი საქმე ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები. ისინი ფიქრობენ თავიან მომავალზე, ასეთ დროს ბავშვების გვერდით ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს ჯეიმზი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა, ზაჰარამ მამის გვარზე უარი თქვა.