წერტილები
კოპლებიან კაბები წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება. ეს ტრენდი განსაკუთრებით მოთხოვნადი ზაფხულში ხდება.
"აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს" - ჰანაე მორი: იაპონელი დიზაინერის საოცარი ისტორია
კოკო შანელის აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
ალუბლისფერი წითელი
პოდიუმზე ამ ფერის ტანსაცმელს ხშირად ვხვდებით. შეუძლებელია დავაიგნოროთ ის ფაქტი, რომ ალუბლისფერი წითელი წლის ფავორიტი ფერია.
ნაქსოვი ტანსაცმელი
გულწრფელად რომ ვთქვათ, ლამაზი კარდიგანი ან ჯემპრი არასოდეს გადადის მოდიდან. ნაქსოვი ტანსაცმელი მთელი წლის ძირითადი ელემენტია.
ბაფთები
გიგანტური ბაფთები გამოჩნდა რამდენიმე მსხვილი დიზაინერის კოლექციაში სხვადასხვა მოდის კვირეულზე, ასე რომ, მომავალ წელს მსგავსი დიზაინის კაბები ძალიან პოპულარული იქნება. უნდა ვაღიაროთ, რომ დახვეწილი აქსესუარი ქმნის რბილ, რომანტიკულ იერს.