2024 წლის მოდის ტენდენციების ცოდნა აუცილებელია. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური სტილი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ, მაგრამ თუ გარდერობის განახლებაზე ოცნებობთ, აუცილებელია ამ სტილის ფეხსაცმელებზე უარის თქმა.
რომელია 2024 წლის ყველაზე მოდური ფერი და როგორ უნდა მოვირგოთ ის
"იცით, რატომ უყვართ დღემდე? ოდრი არ ჰგავს ბრილიანტებში ჩასმულ ვარსკვლავებს, ის თავმდაბალი ქალი იყო...' - ოდრი ჰეპბერნის ვაჟის, შონ ფერერის მოგონებები დედაზე
1. "მახინჯი" სპორტული ფეხსაცმელი
ასე უწოდებენ იმ ფეხსაცმელს, რომელიც ფეხებს უფრო დიდს და მძიმეს აჩენს. დიზაინერები ამ სტილის დავიწყებას გირჩევენ. უმჯობესია, თუ უპირატესობას უფრო სადა ფეხსაცმელს მიანიჭებთ.
2. გამჭვირვალე ფეხსაცმელი
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფეხსაცმელი საკმაოდ არაკომფორტულია, თვალისთვის არასასიამოვნო, ეკოლოგიურად არაკეთილსინდისიერი და ახლა უკვე არც ისე მოდური.
3. ხავერდი
ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ერთი არაპრაქტიკული მასალა მეორით იცვლება. დღეს ატლასის ქსოვილმა შეცვალა ხავერდი. ასეთ ფეხსაცმელში ძალიან ფრთხილად უნდა იაროთ, ეცადოთ დაიცვათ ისინი ჭუჭყისგან, მისი გაწმენდა ძალიან რთულია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ წარმოუდგენლად ელეგანტური და ქალური იერსახე ამ ტიპის ფეხსაცმლით.