ქეით მიდლტონის 73 ათასი დოლარის ღირებულების გარდერობი  - რატომ გაანახევრა პრინცესამ ტანსაცმლის ბიუჯეტი - Marao

ქეით მიდლტონის 73 ათასი დოლარის ღირებულების გარდერობი  - რატომ გაანახევრა პრინცესამ ტანსაცმლის ბიუჯეტი

2024-01-09 11:14:05+04:00

უელსის პრინცესა წელს არაერთი გამორჩეული ლუქით გამოჩნდა. Page Six Style-მა გამოთვალა 2023 წელს ქეითის ნივთების საერთო ღირებულება, რომელმაც $72,433 შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით, მან ახალ ტანსაცმელზე $47,163-ით ნაკლები დახარჯა. 

პრინცესას გარდერობში ნახავთ როგორც 3820 დოლარის ღირებულების ჯენი პეკჰემის საღამოს კაბა, ასევე Dazzler-ის ჯინსს (228$).

„წელს ქეითის გარდერობის ხარჯების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სამეფო ტურის არარსებობით“, - ამბობენ მოდის ექსპერტები. უელსის პრინცესამ ასევე შეამცირა სამკაულების კოლექციაც. გარდა ამისა, რამდენჯერმე ეცვა ერთი და იგივე სამოსი.