ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლესა და შვილთან, უმცროს ოტია და დაჩი იოსელიანებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ოჯახმა საახალწლო ფოტოსესია მოაწყო და ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. "ულამაზესი სულის გოგო ხარ", "მიყვარს შენი ოჯახი...", "შეუდარებელი კადრებია" - წერენ კომენტარებში.
ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა. თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. გოგონას ეუბნებოდნენ, რომ ამ იმიჯით დაოჯახება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.
წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ დასახლდა წყალტუბოში, მწერლის კარ-მიდამოში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თავიდან ნუცა საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გვერდით "ოტიას ეზოთი“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მოღიმარი მანდილიანი გოგონა გამომწერებს საინტერესო ამბებს უზიარებდა.
"საოცარი გარემო საოცარი ადამიანებით" - ნუცა ცისკარიშვილი საახალწლო ფოტოსესიის კადრებს გვიზიარებს
"ჩემი უღლის გამზიარებელს და დაჩის მამიკოს 35 წელი შეუსრულდა…" - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური წერილი მეუღლეს
მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და ახალი გვერდი "ნუცას დღიური“ გააკეთა, სადაც უკვე ასი ათასზე მეტი "მეგზური“ ჰყავს. ასე ეძახის ნუცა თავის გამომწერებს, რომელთაც ბოლო ორი თვეა შეცვლილ როლსა და ცხოვრებაზე უყვება. ოტიას და ნუცას ოთხი წლის შემდეგ ნანატრი შვილი, დაჩი იოსელიანი შეეძინათ...
"ყველაფერი ბევრად მარტივია, როცა ოჯახთან ერთად აკეთებ. ერთმანეთს ვუდგავართ მხარში. ბავშვის მოვლაშიც მეხმარებიან მეუღლე და დედამთილ-მამამთილი და სხვა საქმეებშიც.
ოტია კომპლიმენტებით არასდროს გამოირჩევა. შეფარვით თუ მეუბნება ხოლმე რაღაცას. სიტყვების ნაცვლად, ძირითადად, საქმით გამოხატავს. მეც ასე მირჩევნია. ოტიას ვიდეოები ხან მოსწონს, ხან არ მოსწონს, ხან მეკამათება, ხან მთხოვს, მოდი, ეს არ გადაიღოო. ხან არ მაქცევს ყურადღებას, ვითომ საერთოდ არ იცის, რომ ვიღებ. ძირითადად, არ მოსწონს. ურჩევნია, ჩვენი სივრცე დარჩეს ჩვენად. ვცდილობ, ამ საქმიანობით ჩემი ოჯახის წევრები არ გავაღიზიანო" - ამბობდა ნუცა.