ცნობილი ქართველი ადამიანებიდან ვისი ცხოვრებაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისას არ ჩამოუვარდება, ალბათ, ეს შორენა ბეგაშვილია.
მსახიობი, ყოფილი ტელეწამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინფლუენსერი წლებია ყურადღების ცენტრშია.
ზღაპრული კადრები საფარის უდაბნოდან და ახალი წელი მზიან დუბაიში - შორენა ბეგაშვილის ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს
მასზე ბევრს ჭორაობენ, წერენ, რომ გაკეთებული აქვს უამრავი პლასტიკური ოპერაცია; ასევე მუდმივად განხილვის თემაა მისი პირადი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია ბეგაშვილმა მედიასთან საუბარსა და ინტერვიუებზე უარი თქვა.
"ინსტაგრამზე" შორენას 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს და ძვირადღირებული ინფლუენსერია. მას ჰყავს ძვირადღირებული მანქანა, სერიით SHO, ფლობს საკუთარ ვილას დიღომში და მოგზაურობს უამრავ ქვეყანაში.

მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. ბოლო ჭორების მიხედვით, ე.წ. კანონიერ ქურდ ჭიასთან დაშორების შემდეგ შორენამ ბედნიერება ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან იპოვა. მამაკაცი, რომელზეც ამბობენ, რომ შორენას შეყვარებულია, საქართველოში არ ცხოვრობს.
ახალი წელი ზღაპრულ დუბაიში რჩეულთან და შვილთან ერთად - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ახალი რჩეული და როგორ აღნიშნა მან ახალი წელი
ახალ წელს ბეგაშვილი დუბაიში შეხვდა, სადაც შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად გაემგზავრა. კადრებში, რომლებსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, პერიოდულად ჩანს მამაკაცის ხელის ფოტოც.
ქართველი ვარსკვლავი ისევ დუბაიშია, საიდანაც ყოველდღე აქვეყნებს სურათებს, სადაც ჩანს შორენას ძვირადღირებული გარდერობი. დავინტერესდით, რა ღირს ვარსკვლავის კაბები და ჩანთები, რომლებსაც ყოველდღიურად ატარებს და რა თქმა უნდა, ისინი ორიგინალებია.
არქივი: მაშინ და ახლა - როგორ იცვლებოდა შორენა ბეგაშვილი წლების მანძილზე
მაგალითად, Lady Dior-ის ვინტაჟური წითელი ჩანთის ფასი 2.730 ევროდან იწყება.
წაიკითხეთ სრულად