ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
ვიდეო: ახალი წელი ოჯახის ახალ წევრთან ერთად - როგორია ნატო გელაშვილის ოჯახის საახალწლო ტრადიცია
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო. მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.
ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა - გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში.
"ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით. ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ" - ამბობდა ნატო ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.
ამჯერად ნატო გელაშვილის შვილიშვილი 1 წლის გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
„10 იანვარი , ლუკა 1.
შენ მოხვედი ჩემს ჯადოსნურ თოვლიან ოცნებებთან ერთად… ასე წარმომედგინა, რომ თოვლისებრ სიმშვიდით და სითეთრით გავუყვებოდი შენთან შესახვედრ გზას… გამთენიისას ირგვლივ სრული სიჩუმე იყო და მხოლოდ შენი გულისცემის ხმა მესმოდა… ჩვენ მალე შევხვდებოდით ერთმანეთს და გიხილავდი 9 თვის ნატვრის შემდეგ…ოცნებები ხდება, მეგობრებო. ეს არის ჩემი ოცნების ადამიანი, რომელიც დღეს მოევლინა სამყაროს და მე მომცა უფლება, რომ ეს სიყვარული მეგრძნო… მადლობა უფალს, რომ ვარ შენი ღირსი! ჩვენს ბიჭს გაუმარჯოს - ჭოხო! ჩვენი სიყვარულის გვირგვინს"– წერს ანეტა ნიკურაძე.