ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ.

ნინიკო ნაცარიშვილი დედა გახდა - მოდელი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს
მოგვიანებით ლევან ჯიბღაშვილმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ცხოვრება უფრო მშვიდად, კამერებისგან შორს გააგრძელა. ნინიკო ნაცარიშვილის შესახებ კი იწირებოდა, რომ მას ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია ლავასოღლთან ჰქონდა. შეკითხვაზე - "რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მეორე ნახევარში?" ნინიკო ნაცარიშვილი პასუხობდა: “მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება.“ - წერდა ნაცარიშვილი.
"ულამაზესი შვილი გყავთ" - ნინიკო ნაცარაშვილი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს
მოდელს შვილი 2022 წლის13 მარტს შეეძინა და მას ანნა დაარქვა. ანნასთან ერთად ნინიკო სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. ნინი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს ყოველთვის სიამოვნებით პასუხობს, ბოლოს კი მან ანნას ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდა.

“მინდა ვიყო ცოლი“ მქვია... ყველაფერი მიყვარს, რაც მას უკავშირდება“ – ნინიკო ნაცარიშვილი "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლისთან ურთიერთობაზე პირველად საუბრობს
ამჯერად ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ არის 24 წლის. მეგობრებსა და გამომწერებს თავის მოვლის საკუთარ რუტინასაც უზიარებს, თუმცა არ სურს პირად ურთიერთობებზე საუბარი.



