სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
"ფოტოშოპს მეც ვიყენებ, რადგან უბრალოდ გადაღებულ ფოტოს ვერ "დავაგდებ“ - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?
"ყოველთვის ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ვარ. ალბათ, ამიტომ დავიმსახურე ადამიანების სიყვარული, ასევე ნდობა და კეთილგანწყობა. ახლა ისეთ ემოციებში ვარ, ვერც კი გადმოვცემ. ზუსტად ის აღტაცება დავინახე ხალხის მხრიდან, რასაც ველოდებოდი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კმაყოფილები იყოთ. ჩემი კეთილი გულით და ადამიანობით მივაღწიე ყველაფერს. მინდა, რომ ყველამ დედოფლად იგრძნოს თავი. სწორედ ეს მოხდება ჩემს სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრში. დიდი მტრობის და დაკნინების მიუხედავად, მე ვამაყობ ჩემი თავით, ჩემი მიღწევებით და სამომავლო გეგმებით, მყარად ვდგავარ ფეხზე და მივდივარ წინ", - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ახალ წამოწყებას მხარი დაუჭირა.
„ოცნებები სრულდება... უბედნიერესი ადამიანი ვარ შენ გვერდით“ - მარიამ შუკაკიძემ საჩუქრად ახალი მანქანა მიიღო
მარიამმა ემოციური პოსტი მეუღლეს, დავით ბოლქვაძესაც მიუძღვნა:
"სიკეთის განსახიერება ხარ. რა სიტყვებით აგავსო, აღარ ვიცი. ნუთუ მოიძებნება მსგავსი პიროვნება? ირგვლივ ყველას ეხმარება, რაც ძალიან დასაფასებელია.
„შეუძლია, დღეში მილიონჯერ მითხრას - „რა ლამაზი ხარ“, „ მიყვარხარ...“ უამრავი დადებითი თვისება აქვს და სასწაული გარეგნობა“ - მარიამ შუკაკიძე მეუღლის შესახებ წერს
რასაც ოჯახისთვის აკეთებ, მართლა სამაგალითოა, ამიტომ გიმართლებს შენს საქმეებში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ქმარი არის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ყველაზე თბილი და კეთილი თვალები აქვს. მიყვარხარ და მადლიერი ვარ" - წერს მოდელი მარიამ შუკაკიძე.