სურათში ორი ბებოა, სამი დედა, ოთხი შვილი, ერთი დეიდა, ორი და, შვილთაშვილი და სამი შვილიშვილია" - უმშვენიერესი ოჯახის 4 თაობა: მოდელი ლიკა კვარაცხელია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

სურათში ორი ბებოა, სამი დედა, ოთხი შვილი, ერთი დეიდა, ორი და, შვილთაშვილი და სამი შვილიშვილია" - უმშვენიერესი ოჯახის 4 თაობა: მოდელი ლიკა კვარაცხელია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2024-01-10 14:35:46+04:00

"სურათში ორი ბებოა, სამი დედა, ოთხი შვილი, ერთი დეიდა, ორი და, შვილთაშვილი და სამი შვილიშვილია, ჩემი საყვარელი და ძვირფასი გოგონები" - წერს სოციალურ ქსელში მოდელი ლიკა კვარაცხელია და დედასთან, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ფოტოზე 4 თაობის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველა იმდენად კარგად გამოიყურება, რომ რთულია, გაარჩიო, ვინ დედაა და ვინ - შვილი. 

ყოფილ მოდელს, უმშვენიერეს ლიკა კვარაცხელიას, ორი შვილი, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს.

„დედაჩემი ძალიან მანებივრებდა. როგორც კი დამჭირდებოდა, ვურეკავდი და მაშინვე მოდიოდა, მაგრამ მე ამ ყველაფრისთვის დრო საერთოდ არ მაქვს და ჩემი შვილი არც მაწუხებს. იმდენად მაწუხებს სინდისი, რომ მეც იმავეს არ ვაკეთებ, ვამბობ, რა ბებია ვარ-მეთქი. ჩემი ბებიისგან ვისწავლე თმის დაწვნა, მეც ახლა იმავეს ვაკეთებ. ბებია მივლიდა, მაჭმევდა და მეგრულს მასწავლიდა, სულ მეგრულად მელაპარაკებოდა.

სამი ულამაზესი თაობა და ბედნიერი ოჯახი - მშვენიერი მოდელის, ანა შელიას ოჯახური იდილია 

„2 დღეში თამაში გვაქვს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ცოლი უნდა მოვიყვანო და 10 საათი მომეცითო“ - უმშვენერესი ლიკა კვარაცხელიასა და მურთაზ შელიას სიყვარულის ისტორია და 25-წლიანი ოჯახური იდილია 

ვაფრენ მასზე, თან შენია და თან შენი არაა. ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში, მეტი ვივარჯიშო“, –  ამბობს  ლიკა კვარაცხელია.

მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. 

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი: იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად. ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით" - იხსენებდა ლიკა.

მეუღლის გაცნობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში მურთაზ შელიაც საუბრობდა:

"ალ­ბათ, ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა, "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი. მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-მეთქი. მწვრთნე­ლი გა­ოც­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა. ლონ­დო­ნი–თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი, გამ­თე­ნი­ის 6 სა­ათ­ზე, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, 7 სა­ათ­ზე ქორ­წი­ლი და­ი­წყო და 12 სა­ათ­ზე მე და ლიკა უკან, თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში გავფრინ­დით. მწვრთნელ­მა ეს რომ გა­ი­გო, გა­ოც­და, გა­ზე­თებ­მა და­წე­რეს, შე­ლი­ამ 5 000 კმ იფ­რი­ნა და მან­ჩეს­ტერ­ში 10 სა­ათ­ში ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დაო..."

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს.