ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემის, მათ შორის, "ჯეობარის", "ეკივოკისა" და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.
25 წლის გოგოს ჰგავს - ნინო ხოშტარიას ამერიკული ვოიაჟი და ახალი ფოტოები ნიუ-იორკიდან
2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა "სხვა შუადღე" მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. "რუსთავი 2"-ში ნინო 25 წლის მანძილზე მუშაობდა:
"25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ", - წერდა მაშინ ტელეწამყვანი.
ნინო ხოშტარია ბებიის ამპლუაში და უსაყვარლესი პაოლო, რომელიც ძალიან ჰგავს ბებიას - ნინო ხოშტარიას ოჯახური კადრები
ამ ფაქტის შემდეგ ნინო ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საკუთარი ყოველდღიურობიდან. ნინო სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა და მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებით საყვარელი აღმოჩნდა. შვილიშვილთან, უსაყვარლეს პაოლოსთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის ფოტოებსაც ხშირად გვიზიარებს. ყოფილი ტელეწამყვანი ბევრსაც მოგზაურობს და დიდ დროს ოჯახს უთმობს. ახლა მისი ცხოვრება კამერებისგან დაფარული, თუმცა მშვიდი და სასიამოვნოა.
„ცხოვრების 53 ელფერი“ - რას წერს ნინო ხოშტარია 53-ე დაბადების დღეზე
ამჯერად ნინო ხოშტარია პატარა პაოლოს ფოტოებსა და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს.