ანი ბებია ახალი თაობის ქართველი მსახიობების გამორჩეული წარმომადგენელია. მაყურებელმა იგი სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო.
ანისა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
"მე და ილომ ერთად იმდენი რამე გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელია ერთად ვართ. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. თვითონ ილოს როცა მოუნდება და მზად იქნება, თვითონ ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასდროს უშვებენ შეცდომას. როცა ერთი უშვებს შეცდომას, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც.
არ მინდა პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში რთული პერიოდიც გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გადავლახეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლია მეუღლის გარეშეც იცხოვრო, მაგრამ როდესაც ადამიანი დარწმუნებული ხარ, რომ ამ სამყაროში მეორე ნახევარი გყავს, ხვდები, ის ან შეგხვდება, ან არა. თუ შეგხვდა, ძალიან გაგიმართლა, ანუ უკვე ერთი მთლიანობა ხართ; სხვა შემთხვევაში, ნახევარი ხარ, "ნახევრად" ცხოვრება კი ძალიან რთულია. ზოგჯერ ჰგონიათ, მეორე ნახევარი ნაპოვნი ჰყავთ, მაგრამ ასე არ არის..." - ამბობდა ანი ბებია ერთ-ერთ ინტერვიუში.
"32 წლის გავხდები მალე და ფილერი, ბოტოქსი და მსგავსი რამ არ გამიკეთებია... აქ კარგი მაკიაჟის დამსახურებით ვარ ლამაზი" - ანი ბებია ახალ ფოტოებს აქვეყნებს
"მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა... ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო" - უმშვენიერესი მსახიობის, ანი ბებიას ოჯახი, კარიერა და ცხოვრების სტილი
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს. წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, რომ სემი ძალიან ჰგავს დედას.
ამჯერად ანი და ილო შვილებთან ერთად მთის კურორტზე ისვენებენ. მსახიობი შვილების ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს:
"მე და ილო პირველად ვიყავით ზამთრის კურორტზე, არ ყოფილა ცუდი. იმას თუ არ ჩავთვლით, მთელი ნერვები და დრო რომ ბავშვების ჩაცმა-გახდაში მიდიოდა... ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ბავშვებთან ერთად ახერხებენ კარგი ფოტო-ვიდეოს გადაღებას... ბოლო ფოტო ჩემი ფავორიტია ..." - წერს ანი ბებია.